ნომინაცია: ევროპისკენ
ფოტოს ავტორი: გიორგი აბრამია, ფოტოგრაფი, 3D არტისტი
ფოტოს აღწერა: ფოტოზე აღბეჭდილია სწრაფვა ევროპისკენ. დოქი ამ შემთხვევაში წარმოადგენს საქართველოს. დოქის მარჯვენა მხარეს დახატულია დაზიანებული, ჩატეხილი და დაკაწრული საქართველოს დროშა – ეს დღევანდელი საქართველოს ამსახველი სურათია, გატეხილი ნაწილები საქართველოს დაკარგული ტერიტორიებია. მარცხენა მხარეს კი მთლიანი სუფთა ევროკავშირის დროშაა აღბეჭდილი. ბევრი ჩვენთაგანის სურვილია, რომ საქართველოც ისეთი მთლიანი იყოს როგორც ამ დოქის მარცხენა მხარე. იმედია, ადრე თუ გვიან ასეც მოხდება. გზა ნიშნავს სწრაფვას ევროპისკენ. ფოტო გადაღებულია ქალაქ ფოთში.