კომენტარი

ჯოან როულინგი: ალან რიკმანი ბრწყინვალე მსახიობი და შესანიშნავი ადამიანი იყო

14 იანვარი, 2016 • 3228
ჯოან როულინგი: ალან რიკმანი ბრწყინვალე მსახიობი და შესანიშნავი ადამიანი იყო

ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნების სერიის ავტორი, ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი ტვიტერზე ალან რიკმანის გარდაცვალების შესახებ წერს. ალან რიკმანი ჰარი პოტერის წიგნებზე გადაღებულ ფილმებში პროფესორი სნეიპის როლს ასრულებდა.

ინგლისელი კინოსა და თეატრის მსახიობი ალან რიკმანი 69 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. პროფესორი სნეიპის როლის გარდა  სახელი გაითქვა სხვა როლებითაც: ჰანს გრუბერი ფილმიდან “კერკეტი კაკალი” და ნოტინგჰემის შერიფი 1991 წელს გამოსული ფილმიდან “რობინ ჰუდი: ქურდების უფლისწული”.

“არ არსებობს სიტყვები იმის გამოსახატად, თუ როგორი შოკირებული და განადგურებული ვარ ალან რიკმანის სიკვდილით. იგი ბრწყინვალე მსახიობი და შესანიშნავი ადამიანი იყო,”– წერს როულინგი საკუთარ ტვიტერზე.

როულინგი ასევე სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილი მსახიობის ოჯახს: “ჩვენ ყველამ დიდი ტალანტი დავკარგეთ, მათ – საკუთარი გულის ნაწილი,”– წერს ის.

მასალების გადაბეჭდვის წესი