ახალი ამბები

„ჯადოსნური ცხოველების“ მე-3 ნაწილი 2021 წელს გამოვა — Warner Bros

29 აპრილი, 2019 • 3190
„ჯადოსნური ცხოველების“ მე-3 ნაწილი 2021 წელს გამოვა — Warner Bros

ფენტეზის ჟანრის ფილმის, „ჯადოსნური ცხოველების“ მე-3 ნაწილი 2021 წლის 12 ნოემბერს გამოვა კინოთეატრებში. პრემიერის თარიღი 29 აპრილს დაასახელა კინოსტუდია „უორნერ ბრაზერსმა“ (Warner Bros.).

გადაღებების დაწყების თარიღი კვლავ გადაიდო — ფილმის გადაღებები 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. „ჯადოსნური ცხოველების“ მესამე ფილმი იქნება ნაწილი ხუთსერიიანი ფრენჩაიზისა, რომელიც ფენტეზის ჟანრის მწერლის, ჯოარ როულინგის მიერ გამოგონილ ჯადოქრულ სამყაროზე მოგვითხრობს — ჰარი პოტერის სამყაროზე.

როულინგმა ჯერ პოტერის შვიდი წიგნი დაწერა, რომლებიც 8 ნაწილად გადაიღეს; ამის შემდეგ ფილმად გამოვიდა როულინგის „ჯადოსნური ცხოველები: სად ვიპოვოთ ისინი“. „ჯადოსნური ცხოველების“ მეორე ნაწილი, „გრინდელვალდის დანაშაულები“, 2018 წელს გამოვიდა.

ამ ორ ფილმში მთავარ — მაგიზოოლოგი (ანუ ჯადოსნური ცხოველების შემსწავლელი მეცნიერი) ნიუტ სკამანდერის — როლს ოსკაროსანი ედი რედმეინი ასრულებს. ფილმებში მოქმედება 1920-იან წლებში ვითარდება.

მეორე ნაწილში ჩნდება ჰარი პოტერის გულშემატკივრისთვის კარგად ნაცნობი პერსონაჟი, მაგიისა და ჯადოქრობის სკოლის, ჰოგვორტსის დირექტორი ალბუს დამბლორი.

ახალგაზრდა დამბლდორის როლს მეორე ნაწილში ჯუდ ლო თამაშობს; ანტიგმირს, გელერტ გრინდელვალდს ორივე ნაწილში ჯონი დეპი თამაშობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი