Mercedes-Benz Fashion Week 2023-ზე გიორგი ქებურიას კოლექციის ჩვენებაზე 6 მოდელი ლაზარე გრიგორიადისის ტატუს მსგავსი მაკიაჟით გამოვიდა.
როგორც დიზაინერმა ნეტგაზეთს განუცხადა, ამ აქტის მიზანი პროტესტის გამოხატვა იყო ლაზარე გრიგორიადისის საკითხისადმი, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება მარტის აქციების გამო.
“მაკიაჟი ჩვენებაზე იყო [ლაზარე] გრიგორიადისის თვალის ტატუდან ინსპირირებული და გამოხატავდა პროტესტს და მინდოდა დღევანდელი ახალგაზრდობის სიმბოლო გამომეყენებინა კოლექციაში”, — მისწერა ნეტგაზეთს ქებურიამ.
21 წლის ლაზარე გრიგორიადისი პოლიციამ 29 მარტის ღამით დააკავა. მას ედავებიან რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართულ აქციებზე პოლიციელთა მიმართ ძალადობასა და შსს-ს კუთვნილ ავტომობილზე ცეცხლის წაკიდებას. დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 31 მარტს მას სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
წაიკითხეთ ასევე:






