კომენტარი

CPJ: „პოლიციამ აქციის გაშუქებისას ჟურნალისტები სცემა და ხელი შეუშალა საქმიანობაში“

14 მარტი, 2023 • 1105
CPJ: „პოლიციამ აქციის გაშუქებისას ჟურნალისტები სცემა და ხელი შეუშალა საქმიანობაში“

„ჟურნალისტების დაცვის კომიტეტი“ (CPJ) მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გამოიძიოს პროტესტის გამშუქებელი ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლა და უზრუნველყოს პრესის უსაფრთხო და თავისუფალი მუშაობა.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაშია ნათქვამი, 2 მარტიდან სამართალდამცავებმა სცემეს ან/და ხელი შეუშალეს სულ მცირე 14 ჟურნალისტის მუშაობას მაშინ, როცა ისინი „უცხოეთის გავლენის აგენტების“ კანონპროექტით გამოწვეულ პროტესტს აშუქებდნენ.

„ხელისუფლებამ უნდა ჩაატაროს გამჭვირვალე გამოძიება  სამართალდამცავების მიერ პროტესტის გამშუქებელი ჟურნალისტებისთვის საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის საქმეებზე“, – ამბობს კარლოს მარტინეზ დე ლა სერნა, ორგანიზაციის პროგრამის დირექტორი, და ამატებს: „ამ აქციების დროს მსოფლიოს ყურადღება საქართველოსკენ იყო მიმართული. ხელისუფლების ვალდებულებაა უზრუნველყოს, რომ ჟურნალისტებს შეეძლოთ მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქება უსაფრთხოდ, ხელშეშლის გარეშე“.

ორგანიზაციის განცხადებაში მოყვანილია სამართალდამცავების მიერ ჟურნალისტებისადმი ფიზიკური ძალის თუ საქმიანობის ხელშეშლის სხვადასხვა შემთხვევები, მათ შორის:

CPJ აგრეთვე წერს, რომ მიმართა საქართველოს საპატრულო პოლიციას, პარლამენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, თუმცა კომენტარი ვერ მიიღო; რაც შეეხება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, უწყებაში ორგანიზაციას განუცხადეს, რომ მიიღებენ „ყველა საჭირო ზომას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად“.

მასალების გადაბეჭდვის წესი