ახალი ამბები

პარლამენტთან ნეტგაზეთის ჟურნალისტს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა

9 მარტი, 2023 • 3696
პარლამენტთან ნეტგაზეთის ჟურნალისტს სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნეტგაზეთის ჟურნალისტს, მიხეილ გვაძაბიას სპეცრაზმელი ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელი საქმის კურსში ჩააყენეს, რომ ჟურნალისტები იყვნენ, მას წიხლი ჩაარტყეს.

სპეცრაზმელი ნეტგაზეთის ჟურნალისტს იმ დროს გაუსწორდა, როცა ვიდეოს იღებდა.

„ქაშუეთის ეკლესიის მოპირდაპირე მიწისწქვეშა გადასავლელში ჩავდიოდი, სადაც სპეცრაზმელები მისდევდნენ ვიღაცას და მე ვიდეოს ვიღებდი, რამდენი საფეხური გვქონდა ჩავლილი და ვუთხარით, რომ პრესა ვართ და ამის შემდეგ ჩამარტყა წიხლი და ტელეფონი გამაგდებინა ხელიდან, რის შემდეგაც წყდება ჩემი ვიდეო. ამის შემდეგ სპეცრაზმელმა გააგრძელა გზა და აღარ გამოგვკიდებია“, – ყვება ადგილიდან ნეტგაზეთის ჟურნალისტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი