კომენტარი

“საქართველოს მთავრობასთან ლაპარაკი შეუძლებელია, სხვა რეალობაში არიან” – პოდოლიაკი

11 იანვარი, 2023 • 1296
“საქართველოს მთავრობასთან ლაპარაკი შეუძლებელია, სხვა რეალობაში არიან” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა ინტერვიუში [YouTube-არხი “გოლოვანოვი”] კომენტარი გააკეთა ოფიციალური თბილისის უარის შესახებ, კიევს გადასცეს საზენიტო-სარაკეტო კომპელექსები.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა უკრაინულ მედიაში გამოაქვეყნა სტატია, რომლის მიხედვითაც, უკრაინამ საქართველოსგან ითხოვა, საქართველოს მთავრობამ დაუბრუნოს 2008 წელს გადაცემული სარაკეტო კომპლექსი Buk, ასევე, ანტისარაკეტო სისტემა „ჯაველინები, თუმცა ქართულმა მხარემ უარი განაცხადა.

საკითხს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ ინფორმაცია “არ შეესაბამება სიმართლეს” – “გვსურს გამოვეხმაუროთ ე.წ. ექსპერტებისა თუ ცალკეული მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ არასწორ ინფორმაციას, თითქოს უკრაინამ “ბუკ”-ის საჰაერო თავდაცვის სისტემები უსასყიდლოდ გადასცა საქართველოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული მრავალმილიონიანი შესყიდვით “ბუკ”- ის სისტემა თავდაცვის უწყებამ 2007 წელს მიიღო. აღნიშნული განხორციელდა საიდუმლო ხელშეკრულებით, რის გამოც მოკლებული ვართ მეტი დეტალის დაკონკრეტების შესაძლებლობას”.

“ქართველმა ხალხმა, სამწუხაროდ, უდიდესი შეცდომა დაუშვა, როდესაც ასეთი ხელისუფლება აირჩია. ბატონი ივანიშვილის მთავრობა ფართოდ ღია ან ფართოდ დახუჭული თვალებით რუსეთის ფედერაციას შეჰყურებს, მისგან რაღაც ენერგეტიკული, ბიზნესის საკითხების გადაჭრის მოლოდინით, რომ არ გაგრძელდეს 2008 წლის ომი, არ გაგრძელდეს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. დღესაც კი, ომიდან ათ თვეზე მეტი ხნის შემდეგ, მათ არ ესმით, ვის მხარეს უნდა იყვნენ. საქართველოს ასეთ მთავრობასთან მოლაპარაკება შეუძლებელია, რადგან ისინი სხვა რეალობაში არიან. ამავე დროს,  მუდმივად ევროინტეგრაციაზე საუბრობენ”, – აცხადებს პოდოლიაკი.

„მე ვარ საქართველოს მხარეს“, – ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალიტის კითხვას, თუ ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში. ღარიბაშვილის თქმით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების დამცველია და ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხალია.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოსკენაა

ღარიბაშვილი უკრაინაში მებრძოლებზე განცხადებას განმარტავს

 

მასალების გადაბეჭდვის წესი