ახალი ამბები

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოსკენაა

7 დეკემბერი, 2022 • 820
ღარიბაშვილის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომში საქართველოსკენაა

„მე ვარ საქართველოს მხარეს“, – ასე პასუხობს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალიტის კითხვას, თუ ვის მხარესაა რუსეთ-უკრაინის ომში.

ღარიბაშვილის თქმით, თავისი ქვეყნის ინტერესების დამცველია და ასე იქნება მანამ, სანამ ცოცხალია.

„ეს უნდა იყოს ჩვენი ყველა მოქალაქის ვალდებულება და სურვილი. უნდა ვიფიქროთ ქვეყანაზე, საქართველოზე და დაანებეთ სხვა ქვეყნის… მე ვარ სამართლიანობის მხარეს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, თავისუფლებას, ტერიტორიულ მთლიანობას და ჩვენი სურვილია, რომ ეს ომი დასრულდეს რაც შეიძლება მალე“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.