კომენტარი

საარჩევნო უბანმა მუშაობა პოლიციასთან ერთად დაიწყო

30 მაისი, 2010 • 1327
საარჩევნო უბანმა მუშაობა პოლიციასთან ერთად დაიწყო

საარჩევნო კომისიის წევრების სამუშაო პროცესს სამგორის ერთ-ერთ საარჩევნო უბანში  დამკვირვებლების გარდა, პოლიციის  თანამშრომლებიც აკვირდებოდნენ. 

ისანი–სამგორის რაიონის #8 უბნის საარჩევნო კომისიის 13–ივე წევრი საარჩევნო უბანზე, რომელიც მზრუნველობა მოკლებულ ბავშვთა სახლის „ლამპიონის“ შენობაში მდებარეობს, დაახლოებით, დილის 7–ის ნახევრისთვის შეიკრიბა.

საარჩევნო უბნის გახსნამდე, კომისიის წევრების მოსამზადებელ პროცედურას, დაცვის პოლიციის ორი თანამშრომელიც აკვირდებოდა. პოლიციის თანამშრომლები ხმის მიცემის პროცედურას  აღარ აკვირდებიან, თუმცა საარჩევნო უბნის შენობაში და უბნის შესასვლელთან დგომას აგრძელებენ.

უბნის საარჩევნო სიით განსაზღვრული 1299 ამომრჩევლიდან, 8:30 წუთზე უკვე 59  დააფიქსირა თავის ხმა.

ჩუღურეთის რაიონის #7 საარჩევნო უბანი კი 14 წუთის დაგვიანებით (8:15) გაიხსნა. 8 საათზე საარჩევნო უბნის გახსნას ათეულობით ადამიანი ელოდა.

საარჩევნო უბანზე კომისიის ერთი წევრი (პარტიის „ჩვენ თვითონ“ წარმომადგენელი) არ გამოცხადდა. მეშვიდე უბნის ამომრჩეველთა ერთიანი სია 1450 ამომრჩევლისგან შედგება.

მასალების გადაბეჭდვის წესი