კომენტარი

თუ ამაზეა [სააკაშვილზეა] დამოკიდებული, დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსიც – კალაძე

14 დეკემბერი, 2022 • 920
თუ ამაზეა [სააკაშვილზეა] დამოკიდებული, დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსიც – კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ეხმაურება ევროპარლამენტარების კრიტიკას და ამბობს, რომ თუ კანდიდატის სტატუსის მიღება მიხეილ სააკაშვილის საკითხზეა დამოკიდებული, მაშინ ეს “არაფრისმომცემი სტატუსი” შეუძლიათ “თავისთვის დაიტოვონ”.

საუბარია ევროპარლამენტარების გუშინდელ განცხადებებზე, რომლებმაც გააკრიტიკეს „ოცნების“ ხელისუფლება და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო.

„საოცარი განცხადებები ისმის, საერთოდ, მაშინ რა საჭირო იყო იმ 12-პუნქტიანი გეგმის წარმოდგენა და ზოგადად, რა საჭიროა მისი შესრულება? თუ ამ კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულს ვაყენებთ კითხვის ნიშნის ქვეშ – სტატუსის მიღებასთან და არმიღებასთან დაკავშირებით – თუ ეს დამოკიდებულებაა, თავისისთვის დაიტოვონ ეს არაფრისმომცემი სტატუსიც მაშინ  და ჩვენ ჩვენს გასაკეთებელს ყოველთვის გავაკეთებთ“, – თქვა კალაძემ დღეს ჟურნალისტებთან.


ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ.

ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი.

ამ თემაზე წაიკითხეთ:

მასალების გადაბეჭდვის წესი