კომენტარი

იხსენით უპატრონო ცხოველები!

28 აპრილი, 2010 • 1851
იხსენით უპატრონო ცხოველები!

თქვენი ყურადღება გვინდა მივაპყროთ საქართველოში უპატრონო ცხოველების უმძიმეს მდგომარეობას. მიუხედავად თბილისის მუნიციპალური სამსახურების მიერ ბოლო წლების განმავლობაში ამ პრობლემის მოსაგვარებლად გატარებული ინტენსიური კამპანიებისა, პრობლემა არ გადაწყვეტილა; პირიქით, ის დღითიდღე უფრო მძიმდება, რადგან გამოყენებულია სრულიად არაადექვატური მეთოდები: შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის, პროფესიონალიზმისა და ელემენტარული ჰუმანური დამოკიდებულების ნაკლებობის გამო პრობლემის წინააღმდეგ ბრძოლა თვით ცხოველების წინააღმდეგ ბრძოლად იქცა. შედეგად, თბილისში ყოველდღიურად შეუბრალებლად კლავენ ათობით (თუ ასობით არა) მიუსაფარ ცხოველს.

ჩვენ, ამ ქვეყნის მოქალაქენი, მოვითხოვთ ჩვენი ქალაქის მუნიციპალიტეტისგან, პრობლემის მოსაგვარებლად გამოიყენოს საერთაშორისოდ აღიარებული ჰუმანური მეთოდები: მხედველობაში მიიღოს WSPSA –ს, PETA-ს  

და საქვეყნოდ ცნობილი სხვა ორგანიზაციების რეკომენდაციები, რომლებიც ცდილობენ ქართველი ოფიციალური მოხელეების დარწმუნებას, რომ ცხოველთა მასობრივ ჟლეტას საპირისპირო ეფექტი აქვს და მხოლოდ მათი პოპულაციების ახალ-ახალი აფეთქებები მოსდევს შედეგად. პრობლემის ეფექტურად გადასაწყვეტად პირველი ნაბიჯები უნდა იყოს: მასობრივი აცრები, სტერილიზაცია, კასტრაცია და ცხოველების გაჩუქება-დაბინავებაზე ზრუნვა, რაც კეთილმოწყობილ თავშესაფარში უნდა ხდებოდეს და შესაბამის საკანონმდებლო ბაზას ეყრდნობოდეს (კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს შინაური ცხოველების გამრავლება-გაყიდვის მარეგულირებელ წესებსაც).

შეწყვიტეთ უპატრონო ცხოველების მასობრივი ხოცვა და პრობლემის გადასაჭრელად მიმართეთ ეფექტური, პროფესიონალური, საერთაშორისოდ აღიარებული მეთოდები!

 ამ მიმართვას შეგიძლიათ ხელი მოაწეროთ აქ:

ხელმოწერის შეგროვება, რათა თბილისის მერიის და მუნიციპალიტეტის ყურადღება მივიპყროთ. ნუ დაინანებთ 2-3 წუთს, რაც პეტიციაზე ხელმოწერას დასჭირდება – ერთად უნდა შევძლოთ ჰუმანური საზოგადოების პრინციპებით ცხოვრება!

 

მიმართვას ავრცელებს საქართველოს ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოება და  მოქალაქეთა ჯგუფი 

www.gspsa.org.ge

 

მასალების გადაბეჭდვის წესი