კომენტარი

მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს – ზურაბიშვილი EU-ზე

28 თებერვალი, 2022 • 1892
მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს – ზურაბიშვილი EU-ზე

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბშვილი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს ესაუბრა.

როგორც ზურაბიშვილი წერს, ევროკავშირის ქვეყნების მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს.

“პირდაპირი და გულთბილი საუბარი მქონდა ესპანეთის პრემიერ-მინისტრ პედრო სანჩესთან. რუსული აგრესია ჩვენთვის ყველასთვის მღელვარების საგანია.

მხარდასაჭერად ევროპული ერთობა აუცილებელია. ეს მხარდაჭერა საქართველოსა და მოლდოვაზეც უნდა გავრცელდეს”, – წერს ზურაბიშვილი.

26 თებერვალს პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა უკრაინის ევროკავშირში გაწევრების ინიციატივით გამოვიდა.

საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად აღმოსავლეთ პარტნიორობის ასოცირებულ ტრიოს წევრია. ტრიოს წევრი ქვეყნები მიზნად ისახავენ ევროკავშირში გაწევრიანებას

საქართველოს მთავრობის დეკლარირებული პოზიციაა, რომ EU-ში გაწევრიანების განაცხადს 2024 წელს აპირებს.

„პოლონეთი მხარს უჭერს უკრაინის გზას ევროკავშირის წევრობისკენ. უკრაინას დაუყოვნებილ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი და ამის შემდეგ დაიწყოს გაწევრების მოლაპარაკებები“, – წერს იგი ტვიტერზე.

პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას ხელი უნდა მიუწვდებოდეს ევროკავშირის აღდგენის ფონდზე.

„უკრაინა იმსახურებს ამას“, – წერს პრეზიდენტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი