მილიარდერი ფილანტროპი, „ღია საზოგადოების ფონდების“ დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი ეხმაურება უკრაინაში რუსეთის შეჭრას, ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებს და მსოფლიოს ქვეყნებს უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს:
„ნეტგაზეთი“ გთავაზობთ მისი განცხადების თარგმანს:
„მომსწრე ვარ, თუ როგორ ტრანსფორმირდა უკრაინა საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ერთ-ერთი ჩამოშლილი ნაწილიდან ლიბერალურ დემოკრატიამდე და როგორ გარდაიქმნა ღია საზოგადოებად. ის არაერთხელ აღმოჩენილა რუსეთის აგრესიის პირისპირ, თუმცა გადარჩა.
მამაცი უკრაინელები ახლა ფრონტის ხაზზე არიან და სიცოცხლეს რისკავენ ისეთი საშინელი თავდასხმის დროს, რომელიც მახსენებს 1944 წელს ბუდაპეშტის ალყასა და 1993 წელს სარაევოს ალყას.
მნიშვნელოვანია, რომ როგორც ტრანსატლანტიკურმა ალიანსმა (აშშ, კანადა, ევროკავშირი და გაერთიანებული სამეფო), ასევე სხვა ქვეყნებმა გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ შეუძლიათ, რათა მხარი დაუჭირონ უკრაინას ეგზისტენციალური საფრთხის დროს.
პუტინის ქმედებები არის პირდაპირი შეტევა ყველა სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა კავშირსა და მის ფარგლებს გარეთ იყვნენ. რუსეთი აშკარად არღვევს გაეროს წესდებას და პასუხი უნდა აგოს.
პუტინის გამარჯვებით მთელს მსოფლიოს გაეგზავნება მესიჯი, რომ ერების შექმნა და დაშლა შესაძლებელია ძალის გამოყენებით. ჩვენ ისევე უნდა ვიდგეთ უკრაინის გვერდით, როგორც ისინი დგანან ჩვენთვის“.
I have witnessed Ukraine transform from a collapsing part of the Soviet Union to a liberal democracy and an open society. It has faced countless acts of Russian aggression, but has persisted.
— George Soros (@georgesoros) February 26, 2022