აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2 იანვარს ტელეფონით ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის. თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ცნობის თანახმად, ბაიდენმა უკრაინის პრეზიდენტთან საუბარში განმარტა, რომ თუკი რუსეთი კვლავ შეიჭრება უკრაინაში, აშშ და მისი მოკავშირეები მყისიერად უპასუხებენ.
გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, ლიდერებმა გამოხატეს მხარდაჭერა დიპლომატიური ძალისხმევისადმი, რომელიც მომავალ კვირას დაიწყება ორმხრივი სტრატეგიული დიალოგით ნატოში, ნატო-რუსეთის საბჭოს ფორმატში.
პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების ერთგულებას პრინციპის მიმართ „არაფერი შენს შესახებ შენს გარეშე“. მან კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.
რუსეთი-უკრაინა და აშშ-ის “მკაცრი ზომები”: რაზე ისაუბრეს ბაიდენმა და პუტინმა