კომენტარი

“დელტა კომმის” დირექტორის განმარტებები თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტის საქმეზე

11 ნოემბერი, 2014 • • 2057
“დელტა კომმის” დირექტორის განმარტებები თავდაცვის სამინისტროსა და სილქნეტის საქმეზე

მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ განაცხადა, რომ 2014 წლის ივნისში დაიწყო “დელტა კომმის” განცხადების საფუძველზე გამოძიება ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით, თავად ეს ტენდერი გამოცხადდა 2013 წლის აგვისტოს ბოლოს, 5 სექტემბრამდე განისაზღვრა ვადა, საბოლოოდ თავდაცვის სამინისტრომ ხელშეკრულება “სილქნეტთან” გააფორმა 2013 წლის დეკემბერში, გვაინტერესებს, რატომ მიმართეთ ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის შემდეგ პროკურატურას?

 

როგორც კი მოხსნიან საიდუმლო გრიფს, აგიხსნით მექანიზმს, იქამდე ჩვენ არ გვქონდა ცოდნა და უფლება ეჭვი შეგვეტანა. ის, რაც მოხდა მერე, ამან გამოამჟღავნა, რომ ტენდერი ჩატარდა სხვანაირად. დაველოდოთ ინფორმაციის გასაჯაროებას, ჩვენ, სავარაუდოდ, პარასკევს გვექნება პრესკონფერენცია, როგორც  კი საიდუმლოებას მოხსნიან მასალას, დეტალურად მოგახსენებთ ყველაფერს.

 

მესმის, რომ თქვეენ ვერ ისაუბრებთ საქმის დეტალებზე, მაგრამ ეს საკითხი [რატომ მიმართეთ დაგვიანებით], არ უკავშირდება უშუალოდ საქმეს.

 

ზუსტად საქმის დეტალებს უკავშირდება. ჩვენი მაგისტრალის დაზიანება მოხდა და ვნახეთ, როგორ თხრიდა “სილქნეტი”. იქიდან გამომდინარე, როგორ თხრიდა “სილქნეტი”, დაგვებადა აბსოლუტურად საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტენდერი იყო გამოცხადებული ერთი პირობით და შესრულდა მეორე პირობით. გამოცხადებულსა და გაფორმებულ ხელშეკრულებას შორის უნდა ყოფილიყო სხვაობა.

 

პროკურატურის განცხადების თანახმად, 2013 დეკემბერში გაფორმდა ხელშეკრულება შეცვლილი ფორმით, რასაც თქვენ გულისხმობთ, ამდენი ხანი რატომ გაიწელა პროკურატურაში განცხადების შეტანა?

 

მე არ ვიცი, როდის გაფორმდა. ჩემთვის არაა ცნობილი, თავდაცვის სამინისტრომ და სილქნეტმა ერთმანეთს როდის გაუფორმეს ხელშეკრულება, ეს არ იყო ჩემი საკითხი. იყო კითხვა ასეთი, თუ იყო გამოცხადებულია ასეთი და ასეთი პირობებით ტენდერი, დღეს ჩვენ გავხდით მოწმე ამა და ამის და ეს ბადებს ეჭვს, რომ სხვაგვარადაა გაფორმებული ტენდერი და გამოცხადებულსა და გაფორმებულ პირობებს შორის არის სხვაობა.

 

რისი მოწმე გახდით?

 

მოწმე გავხდი მოვლენის და ეს მოვლენაც სახელმწიფო საიდუმლოებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება კაბელის მდებარეობას, მის პირობებს და ა.შ.

 

დროის რა პერიოდი იყო, ვერ მეტყვით?

 

ზუსტად ის პერიოდი იყო, როდესაც მე შევიტანე პროკურატურაში შეკითხვა.

 

გამოდის, რომ მანამდე დეტალებს არკვევდით.

 

მე არ ვაწარმოებ შპიონაჟს “სილქნეტში”, ამიტომ ჩემთვის აბსოლუტურად უცნობი იყო, რა პირობებით, რას უკეთებდა თავდაცვას, მაგრამ როდესაც ჩემთვის გახდა ეს ცნობილი, მე დავსვი შეკითხვა.

 

როდესაც ეს ტენდერი გამოცხადდა, 5 სექტემბრამდე გამოცხადდა ვადა. ხომ მიიღეთ უარყოფითი პასუხი, ეს იქნებოდა  იმ დრომდე, სანამ ხელშეკრულება გაფორმდებოდა “სილქნეტსა” და თავდაცვის სამინისტროს შორის, ჩემი შეკითხვის არსიც ისაა, რატომ გაიწელა პროკურატურაში განცხადების შეტანის დრო ამდენი ხნით?

 

კარგად მომისმინეთ, სანამ თქვენ არ გააკეთებთ რაღაცას, რაც მე მიმახვედრებს, რომ თქვენ პირობას არღვევთ, მე ვერავითარ შემთხვევაში ვერ მივხვდები, თქვენ რა გაქვთ ჩაფიქრებული. სანამ “სილქნეტმა” არ დაიწყო თხრა ისეთ მონაკვეთზე, რომელიც ჩემი ხედვის არეში მოხვდა, ჩემთვის ეს იყო უცნობი.

 

იქნებ განგვიმარტოთ, რას გულისხმობთ – “სილქნეტმა” თხრა დაიწყო…

 

კაბელს როგორ დებენ? თხრიან ტრანშიარდს და დებენ შიგნით მილს და შიგნით კაბელს.

 

თქვენ კომპანიას შეუქმნა პრობლემა “სილქნეტმა” თავისი სამუშაოებით?

 

“სილქნეტმა” გაანადგურა ჩემი მაგისტრალი.

 

განადგურების საკითხზე ცალკე საქმეს არ აწარმოებთ? არ გიჩივლიათ?

 

სასამართლოშია პროცესი. თქვენ უბრალოდ არ ინტერესდებით ყველაფრით. თქვენ აიტაცეთ ის, რაც “რუსთავი 2”-მა თქვა. ვიღაცა რაღაცას იტყვის.

 

პირიქით, მაგიტომაც დაგირეკეთ და გისვამთ შეკითხვებს, რომ თქვენგან მივიღოთ ინფორმაცია.

 

ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა “სილქნეტმა”, თავისი რომ გაეკეთებინა, გაანადგურა ჩემი, და ჩვენ ვერანაირი მექანიზმით ვერ მოვახერხეთ “სილქნეტის” გაჩერება, სანამ კაბელის საბოლოო გაწყვეტა არ მოხდა. ვერც პოლიციით, ვერც ადგილობრივი თვითმმართველობით, რახან უკანონო მშენებლობას აწარმოებდნენ, ვერც ზედამხედველობის სამსახურით, ვერაფრით, როდესაც გაწყვიტეს და გაანადგურეს კაბელი და ეს დაფიქსირდა, მარტო მაშინ შეჩერდა სამუშაოები, დაფიქსირდა დარღვევა, დაზიანება შეფასდა და სარჩელი შევიტანე სასამართლოში, ამავე დროს მივმართეთ პროკურატურას.

პაატა ქიქოძე
პაატა ქიქოძე

 

ეს საქმე სასამართლოში ცალკე საქმედ მიმდინარეობს, ხომ?

 

ჩვენ სარჩელით მივმართეთ სასამართლოს “სილქნეტის” წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს მივმართეთ შეკითხვით ტენდერის პირობებთან დაკავშირებით, რომ არ მივიღეთ თავდაცვის სამინისტროსგან პასუხი, მივმართეთ პროკურატურას შეკითხვით.

 

რა ეტაპზეა “სილქნეტის” წინააღმდეგ საქმე?

 

19 ნოემბერს იქნება სასამართლო პროცესი. სარჩელის მომზადებამ, სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მომზადებამ დრო წაიღო. პროკურატურაში შეკითხვის შეტანის დროსვე მივმართეთ დაახლოებით სასამართლოს, პროკურატურაში ჩვენ უბრალოდ კითხვა დავსვით და აღვწერეთ სამოტივაციო ნაწილი – რატომ ვკითხულობთ. სასამართლოში უკვე ნივთმტკიცებები იყო წასაღები, ამიტომ სამხარაულის დასკვნა დაგვჭირდა, ამიტომ სასამართლოსთან მიმართვა მოხდა მოგვიანებით.

 

ასევე ერთი ინფორმაცია გვაინტერესებს, თქვენი კომპანია მუდმივად მონაწილეობთ საჯარო ტენდერებში, ონლაინ ბაზაში გადავამოწმეთ, მოგებული გაქვთ შინაგან საქმეთა სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და სხვა უწყებების ტენდერები, თუმცა არავითარი დოკუმენტაცია არ იძებნება თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების შესახებ. აქამდე არ მიგიღიათ მონაწილეობა ამ უწყების გამოცხადებულ ტენდერში?

 

თავდაცვის სამინისტრო, ვინც არ უნდა იყოს მინისტრი, რაღაცნაირად ისეა მოწყობილი ეს სისტემა, რომ ჩვენ პრაქტიკულად არაფერში მიგვიღია მონაწილეობა.

 

მონაწილეობა არ მიგიღიათ თუ არ გაგიმარჯვიათ ტენდერში?

 

დიახ, არ გაგვიმარჯვია, ჩვენ ხომ ინფრასტრუქტურას ვქმნით, ან სასერვერებს, ან ინტერნეტის არხს, ან ქსელს ვაკეთებთ, ჩვენ არაფერ მაგდაგვარში არ გაგვიმარჯვია თავდაცვის სამინისტროში.

 

რას გულისხმობთ სიტყვებში “რაღაცნაირადაა მოწყობილი ეს სისტემა”, ხელოვნურად გიქმნიან პრობლემას?

 

არ ვიცი, ხელოვნურად რა შუაშია, 10 მინისტრი შეიცვალა, მე და ჩემი პარტნიორი ამ სფეროში ვმუშაობთ 1991 წლიდან, სულ სხვა ქვეყანა იყო. რაღაცნაირად ასეა, არც არაფერია საეჭვო ამაში, უბრალოდ ასე მოხდა თავდაცვის სამინისტროსთან.

 

ბევრჯერ მიგიღიათ თავდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა?

 

რამდენიც იყო გამოცხადებული კომუნიკაციებზე, 2002 წლიდან, რაც “დელტა კომმი” დაფუძნებულია, სულ ვღებულობთ მეტ-ნაკლებად, თუმცა 2003 წლიდან ნამდვილად ყველა ტენდერში ვღებულობთ მონაწილეობას.

 

ბოლო შეკითხვაც. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა “პირველი არხის” ეთერით ისაუბრა ამ საქმის დეტალებზე და როგორც ბრალდებულის ადვოკატები ამბობენ, ივანიშვილმა საქმის შესახებ მეტი ცოდნა გამოვლიანა, ვიდრე ეს პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი და პოლიტიკოსებსაც მოუწიათ ამაზე განცხადების გაკეთება…

 

თუ თქვენ დახარჯავთ ცოტა დროს და რეესტრიდან ამოიღებთ მონაცემებს, ყველა მონაცემს თქვენ რეესტრიდან აიღებთ, “დელტა კომმს” რა აქვს ხაზოვანი ნაგებობა და რა აქვს ხაზოვანი ნაგებობა “სილქნეტს” და შავით თეთრზე იქნება.

 

გასაგებია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილმა საერთოდ პირველად ახსენა თქვენი კომპანია, ის ამბობს…

 

მე არასდროს არ ვაკეთებ რეკლამას, რატომ გააკეთა მე ამის ახსნას ვცდილობ, საიდან შეეძლო ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს ეს გაეკეთებინა. აიღეთ ამონაწერი ხაზოვანი ნაგებობების შესახებ “დელტა კომმის” და  “სილქნეტის” და თქვენ ნახავთ, რომ ბევრ ადგილას ვართ პარალელურად. ეს ინფორმაცია დევს, არაა იგი საიდუმლო და თქვენ თუ დახარჯავთ, ზუსტად არ მახსოვს, 75 ლარია, მიიღებთ პასუხს.

 

რასთან დაკავშირებით მივიღებთ პასუხს?

 

სადაა “დელტა კომმის” და “სილქნეტის” ხაზოვანი ნაგებობები, იმაზე, რაზეც ილაპარაკა ბიძინა ივანიშვილმა.

 

იქნებ თქვენ მითხრათ..

 

მე არ მინდა ვიყო დავის კერა, რომ ეს საჯარო ინფორმაცია იყო და რატომ გასცა და ა.შ. იმ ხელშეკრულების კაბელის მარშრუტიც კი საიდულოებაა, მაგრამ თქვენ თუ ოდნავ დროს დახარჯავთ, ნახავთ, რომ დაახლოებით იმ ზომაში ჩვენ ვართ პარალერულები და ჩვენ გვქონდა დაახლოებით 2 წლით ადრე აშენებული ინფასტრუქტურა, ვიდრე სილქნეტმა აშეენა. სანამ გასაჯაროება არ მოხდება, ჩემგან ამ ინფორმაციას ვერ მიიღებთ.

 

თუ, ვთქვათ, ბიძინა ივანიშვილმა რეესტრიდან მიიღო ეს ინფორმაცია, საქმე იმაშია,  ბიძინა ივანიშვილი საიდან დაინტერესდა “დელტა კომმის” ხაზოვანი ნაგებობების ამოღებით, რადგან “დელტა კომმი” პროკურატურას თავის განცხადებაში საერთოდ არ უხსენებია, ის კი ამბობს, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეყრდნობა მისი ანალიზი.

 

თქვენ გჯერათ იმის, რომ მე ბიძინა ივანიშვილს რაღაცას ვასწავლი?

 

თუ გქონიათ მასთან რამე კომუნიკაცია?

 

საიდან იცის ბიძინა ივანიშვილმა, მე აზრზე არ ვარ. სად შეგიძლიათ გაარკვიოთ თქვენ, მარტივ გზას გეუბნებით. შეგიძლიათ მიმართოთ რეესტრს, გადაიხადოთ ფული, აიღოთ რომელიმე მონაკვეთი და ნახავთ, რომ პარალელურად ვართ.

მასალების გადაბეჭდვის წესი