კომენტარი

ილია II: მეცნიერების გარეშე ჩვენი ხალხი ვერ იარსებებს

30 მაისი, 2014 •
ილია II: მეცნიერების გარეშე ჩვენი ხალხი ვერ იარსებებს

ილია მეორემ თავის გამოსვლაში ანალიტიკური აზროვნებისა და მეცნიერების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი:

epa03551947 Ilia II, Catholicos-Patriarch of All Georgia, is seen during his meeting with Russian President Vladimir Putin (not pictured), in Novo-Ogaryovo residence outside Moscow, Russia, 23 January 2013. Vladimir Putin reportedly thanked Catholicos Patriarch Ilia II of All Georgia for his contribution to maintenance of spiritual contacts between the people of Russia and Georgia.  EPA/MAXIM SHIPENKOV / POOL

“პირველ რიგში, გილოცავთ დაჯილოდოებულებს, ეს არის იმის ნიშანი, რომ ეკლესია და ჩვენი ხალხი ერთად არიან, ერთად ფიქრობენ, ერთად მსჯელობენ. ყველაფერი იცვლება, ძველი რომაელები ამბობდნენ, რომ დრონი იცვლება და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთადო. პირველ საუკუნეებში ხალხი ფილოსოფიაზე მსჯელობდა, ფილოსოფიურ საკითხებზე, ღვთისმეტყველებაზე… ერთ–ერთი მღვდელმთავარი, რომლის სახელსაც ვერ ვიხსენებ, ამბობს, რომ აბანოში წავედი და ფილოსოფიაზე საუბრობდნენო, ბაზარში მივედი და იქაც ფილოსოფიაზე ლაპარაკობდნენო… ახლა ფილოსოფიაზე კი არა ლუკმა–პურზე მსჯელობენ და ფიქრობენ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცდოეთ, რომ მეცნიერების გარეშე ჩვენი ხალხი ვერ იარსებებს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მეცნიერება განვითარდეს, ადამიანმა იფიქროს, იმსჯელოს, ანალიტიკური აზროვნება განუვითარდეს. ქართველ ადამიანს ეს ოდითგანვე ახასიათებდა. პეტრიწონის მონასტრის სატრაპეზო დარბაზში მოხატული იყო ანტიკური ფილოსოფოსები, ანუ მონასტერში ბერებმა ანტიკური ფილოსოფოსები მოხატეს… არსებობდბენ ისეთი ფილოსოფოსები, რომელთაც პერიპატები ეწოდებოდათ, მოსეირნე ფილოსოფოსები – სერნობდნენ ბაღში ჰყავდათ მოწაფეები, რომლებიც უსმდნედნენ. ჩვენთანაც შეიძლება ასეთი საუბრები იყოს ბუნებაში, პარკში. ასე რომ, ისევე როგორც ჩვენი ფიზიკური სხეულისათვის, საჭიროა ვარჯიში, ასევე, გონებისთვის საჭიროა აზროვნება”, – აღნიშნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი