კომენტარი

გულიკო ზუმბაძის აზრით, აეროპორტის სახელის შეცვლაზე საზოგადოების აზრის შესწავლა უნდა მოხდეს

16 აგვისტო, 2013 • • 1139
გულიკო ზუმბაძის აზრით, აეროპორტის სახელის შეცვლაზე საზოგადოების აზრის შესწავლა უნდა მოხდეს

როგორც ზუმბაძემ “ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, მას არაფერი აქვს საწინააღმდეგო იმის, რომ აეროპორტს ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს, ხოლო ევროპის მოედანს – 100 ათასი მოწამის, თუმცა, მისი აზრით, ამ საკითხზე საკრებულომ გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიიღოს და თბილისლების აზრი უნდა შეისწავლოს. მისი თქმით, საკრებულოს იმ კომისიაზე, რომელსაც მსგავსი საკითხების განხილვა ეხება, მსჯელობა საერთოდ არ გამართულა:

“ეს საკითხები ეხება საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიას, რომელსაც ხელმძღვანელობს ნათელა მაჭავარიანი. ამ საკითხის განხილვაც კი არ ყოფილა [კომისიაზე], მხოლოდ მოსაზრებები იყო გამოთქმული ერთ–ერთ შეკრებაზე, ამდენად, ეს საკითხები საჭიროებდა დახვეწას. ასევე, მე ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გაეხმაურებინა სახელდების კომისიის თავმჯდომარეს და იმ ადამაინებს, ვისგანაც ეს ინიციატივა მოდიოდა, მათ შორის თვითონ ბატონ ზაზა გაბუნიას. შესაძლებელია არაოფიციალური შეხვედრების და თათბირების დროს რაღაც მოსაზრებები გამოითქვას, მაგრამ შემდეგ ამას სჭირდება დამუშავება. შესაბამის კომისიაში საკრებულოს 7 წევრია. კომისიამ უნდა იმსჯელოს ამ საკითხთან დაკავშირებით და შემდეგ, ისეთი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სახელების მინიჭებეასთან დაკავშირებით, როგორიც გახლავთ აეროპორტისთვის ზვიად გამსახურდიას სახელის მინიჭება და ასე შემდეგ, ამაზე საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს შესწავლილი. ეს ძალიან ფაქიზი თემაა და მე უფრო პოპულისტობაში ვუთვლი ამას საკრებულოს თავმჯდომარეს. არ უნდა ეჩქარა მას, ჯობდა რომ ეს საკითხი შესწავლილი ყოფილიყო კომისიაში და ამ კომისიას თავად გამოეტანა, თანაც საზოგადოების ფართო მასების განხილვის საგნად ექცია. სხვა შემთხვევაა, როდესაც უსახელო ქუჩებს ვანიჭებთ სახელებს და ნუმერაციებს, მაგრამ განსაკუთრებული სახელის მინიჭების შემთხვევაში, პოპულისტობას რომ თავი დავნებოთ, მივანდოთ ეს საკითხი შესაბამის კომისიას და საზოგადოების აზრი იქნეს შესწავლილი. მე ვურჩევ საკრებულოს თავმჯდომარეს, რომ საკრებულოს ერთპიროვნულ მმართველობას დაანებოს თავი”, – განაცხადა ზუმბაძემ.

 

თბილისში მდებარე ევროპის მოედანს, შესაძლოა, 100 ათასი მოწამის სახელი ეწოდოს. ამ ინიციატივის ავტორი თბილისის საკრებულოს ინტერპარტიული უმრავლესობაა.

 

როგორც გუშინ, 15 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა განაცხადა, ისინი აპირებენ, რომ ეს საკითხი საკრებულოს მომდევნო სხდომის დღის წესრიგში დააყენონ და კენჭი უყარონ. საკრებულოს უმრავლესობას სურს, რომ რიყის პარკს სახელი გადაარქვას და ევროპის პარკი დაარქვას:

 

გარდა ამისა, უმრავლესობის ინიციატივით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს, შესაძლოა, ზვიად გამსახურდიას სახელი ეწოდოს, ხოლო ვარდების მოედანს – მერაბ კოსტავასი.

მასალების გადაბეჭდვის წესი