კომენტარი

ეკა გიგაური: ხარატიშილი ან საკმარისად პრინციპული არ იყო, ან პოლიტიკურად იყო მიკერძოებული

14 აგვისტო, 2013 • • 1224
ეკა გიგაური: ხარატიშილი ან საკმარისად პრინციპული არ იყო, ან პოლიტიკურად იყო მიკერძოებული

ეკა გიგაური
ეკა გიგაური

როგორ შეაფასებდით ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე ზურაბ ხარატიშვილის მუშაობას, რომლის მმართველობის პერიოდში საქართველოში ორი არჩევნები ჩატარდა, ადგილობრივი თვითმმართველობის და საპარლამენტო?

 

 

გარკვეული რეფორმები შიდა მენეჯმენტის თვალსაზრისით ცესკოში ჩატარდა და ეს უნდა აღვნიშნოთ, როგორც პოზიტიური მომენტი. როგორც ჩემთვის ცნობილია, თვითონ კადრების მომზადება– გადამზადებასთან დაკავშირებით გარკვეული ნაბიჯები გადაიდაგა, ასევე, ადმინისტრაციის მართვის თვალსაზრისით, ელექტრონული სისტემების თვალსაზრისით, ანუ გარკვეული წინსვლები იყო, თუმცა, მე მაინც მგონია, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც მართლა პრინციპულობა იყო საჭირო და როდესაც პოლიტიკური ნეიტრალიტეტი იყო საჭირო, ბატონ ხარატიშვილს გარკვეული პრობლემები ჰქონდა ამასთან დაკავშირებით. მე არ ვიტყოდი, რომ ის 100 პროცენტით მიკერძოებული იყო მმართველი გუნდის სასარგებლოდ, თუმცა მაინც ვფიქრობ, რომ მას მეტი პრინციპულობა მართებდა. ჩვენ გვახსოვს, როდესაც საუბარი იყო იმაზე, რომ, მაგალითად, კუდის ან შსს–ს თანამშრომლები იყვნენ ტრენერებად დარეგისტრირებული საარჩევნო ადმინისტრაციაში, ჩვენ გვახსოვს განცხადებები, როდესაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელები მიდიოდნენ სამინისტროებში და იქ საუბრობდნენ სამინისტროს თანამშრომლებთან, რომ დარეგისტრირებული იყვნენ დამკვირვებლებდდ სხვადასხვა ორგანიზაციით, რომელთა სახელები მათ არც იცოდნენ, ჩვენ გვახსოვს იგივე ის ცვლილებები, რომელიც დაკავშირებული იყო საარჩევნო უბანზე ვიდეოკამერების განთავსებასა და  გადაღებასთან დაკავშირებით, რომელიც არჩევნებამდე 10 დღით ადრე იქნა მიღებული. ეს იყო ის საკითხები, რომელიც გვაფიქრებინებს, რომ აქ რაღაც გარკვეულ მიკრძოებულობას ჰქონდა ადგილი, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ბევრი პოზიტიურიც მოხდა.

 

ამ შემთხვევაში ნეგატივი გადაწონის პოზიტივს?

 

ჩემთვის რთულია ვთქვა, რომ ყველა ამ ფაქტთან დაკავშირებით ბატონმა ხარატიშვილმა იცოდა, იმიტომ, რომ ამაზე, რომ ჩვენ ვილაპარაკოთ, ალბათ საჭიროა გარკვეული მოკვლევაც ჩავატაროთ. მოკვლევა არ ჩატარებულა, შესაბამისად, მე ვერ ვიტყვი, თუ რამდენად მოდიოდა ინსტრუქციები მისი მხრიდან… აქედან გამომდინარე, ამ თემაზე ლაპარაკი რთულია. იმასაც ვიტყვი, რომ როდესაც გარკვეული პრობლემები იყო ხოლმე, მაგალითად, ჩვენ თუ რაღაც პრობლემების მოგვარება გვინდოდა, ის ძალიან ხშირს შემთხვევაში გვეხმარებოდა, ისიც რაღაც არჩევნებზე დაკვირევბის კუთხით ვსაუბრობ. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის ფაქტები რაც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, რომ მაშინ, როდესაც წინასაარჩევნოდ ასეთი პოლიტიკურად დაძაბული სიტუაცია იყო და თითოეული გადაწყვეტილება ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გავლენას ახდენდა საარჩევნო პროცესზე, აი, მაშინ რაღაც ტენდენციები შეიმჩნეოდა… იგი ან საკმარისად პრინციპული არ იყო, ან პოლიტიკურად მიკერძოებული იყო.

 

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარატიშვილს პოლიტიკური გეგმები აქვს და საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას, მე ვიცი თქვენი პოზიცია, რომ არ აპირებთ შეაფასოთ ეს ცნობა, თუმცა მაინტერესებს, თუ იცით მსოფლიოს რომელიმე ქვეყანაში მაგალითი, სადაც ცესკოს თავმჯდომარე არჩევნებამდე 2 თვით ადრე თანამდებობას ტოვებს და კენჭს იყრის, ეს ცოტა უცნაური ხომ არ არის?

 

ნამდვილად არ ვიცი. უცნაური რატომ არის, კანდიდატი შეიძება იყოს ყოფილი პრემიერი, ყოფილი შს მინისტრი, ან ყოფილი ცესკოს ხელმძღვანელი, ანუ აქ შეზღუდვები არ არსებობს. მე არ ვიცი ნამდვილად ასეთი მაგალითები, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ასეთი მაგალითები იყოს.

 

თქვენ უკვე დააანონსეთ, რომ სხვა არასამთავრობო როგანიზაციებთან ერთად აპირებთ,  ცესკოს თავმჯდომარის თანადმებობაზე კანდიდატი დაასახელოთ. რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებთან გეგმავთ კონსულტაციებს და თუ გაქვთ იმედი, რომ ჯერ პრეზიდენტი, რომელმაც ცესკოს 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს, ხოლო შემდეგ ცესკოს 6 წევრი კოალიცია “ქართული ოცნებიდან” თქვენ მიერ დასახელებულ კანდიდატს მხარს დაუჭერენ?

 

მართალი გითხრათ, დიდი იმედი არ მაქვს, იმიტომ, რომ მაშინ, როდესაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარვადგინეთ ჩვენი კანდიდატები, არც ჩვენი, არც საიას და არც კონსტიტუციის 42–ე მუხლის არც ერთი კანდიდატი არ გაითვალისწინეს, შესაბამისად… თუმცა ჩვენი კანდიდატი გვეყოლება. ამ ეტაპზე “სამართლიან არჩევნებთან” მაქვს მოლაპარაკებები, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ჩვენი ტრადიციული პარტნიორები: ახალგაზრდა იურისტები და სხვებიც შემოგვიერთდნენ.

 

ბოლოს მინდა გკითხოთ “დენსუს” დასკვნის შესახებ, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა და რომლის შესახებაც განსხვავებული შეფასებები კეთდება. ვანო მერაბიშვილი და მისი ადვოკატი მიიჩნევენ, რომ ეს დასკვნა სასამართლო პროცესზე მათთვის სასარგებლო მტკიცებულებაა, ხოლო პროკურატურა პირიქით, აცხადებს, რომ დასკვნა მერაბიშვილის ბრალეულობას კიდევ უფრო ადასტურებს. თქვენ რა დასკვნა გამოიტანეთ ამ ანგარიშიდან?


მე წავიკითხე ორიგანალი და ყველა მხარეს ვურჩევ, რომ წაიკითხოს ორიგინალი, ანუ დოკუმენტის ის ინგლისური ვერსია, რომელიც გამოქვეყნებულია. როდესაც ამ დოკუმენტის გაცნობას იწყებ ადამიანი, მაშინვე ხვდები, რომ აქ არის საუბარი იმ დროს შსს–ს ძალების მოქმედებათა შეფასებაზე, ანუ ეს არის აბსოლუტურად ტექნიკური შეფასება იმისა, თუ რას აკეთებდნენ ისინი 26 მაისს, როგორ მოძრაობდნენ, რა იყო მათი შეცდომა, რა უნდა გააუმჯობესონ, რა ტიპის ტრენინგები უნდა მიიღონ დამატებით და ასე შემდეგ. კვლევაში არ არის საუბარი, თუ რამდენად უზრუნველყოფილი იყო იმ ადამიანების უფლებები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ აქციაში.  ამ კვლევის და ანგარიშის მიზანი ეს არც ყოფილა, მისი მიზანი იყო ის, რომ შეეფასებინა, არის თუ არა ეფექტური შსს–ს შესაბამისი დანაყოფების საქმიანობა. კვლევიდან ირკვევა ის, რომ, მაგალითად, გაზის გამოყენების უფლება მათ არ ჰქონიათ და მაინც გამოიყენეს, იგივე კველვაში წერია, რომ შსს–ს დანაყოფებს დამატებითი ტრენინგები სჭირდება, მათ შორის კომუნიკაციების მიმართულებით, იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, აქციის დარბევის დროს არ მუშაობდა რაციები და დანაყოფები ტელეფონებით უკავშრდებოდნენ ერთმანეთს. ასევე, ამ კვლევიდან ირკვევა, რომ აქ [აქციის დაშლაში] მონაწილეობდნენ არა მარტო შესაბამისი ძალები, რომლებიც კანონმდებლობით უფლებამოსილები არიან, რომ დაშალონ ან წესრიგი უზრუნევლყონ აქციების დროს, არამედ მონაწილეობას იღებდნენ სხვა დანაყოფებიც, მაგალითად, კუდი. რა თქმა უნდა, კუდის თანამშრომლები, რომლებსაც არც სპეციალური ტრენინგი აქვთ გავლილი აქციებზე წესრიგის უზრუნველყოფის კუთხით, იქ რომ ვიღაცის უფლებას დაარღვევდნენ, ეს არის ფაქტი. ამ ანგრაშში წერია, რომ ადამიანების დაკავებასთან დაკავშირებითაც არის ტრენინგები ჩასატარებელი, რადგან გარკვეული პრობლემები იყო. მე ზოგადად ვიტყოდი იმას, რომ ეს არის ძალიან საინტერესო ანგარიში, მაგრამ მისი მიზანი არის აბსოლუტურად სულ სხვა. ეს არის ტექნიკური შეფასება შსს–ს დანაყოფების მოქმედებისა.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი