კომენტარი

ზურაბ ტყემალაძე: მგონი ჩემ კოლეგებს ბუსუსებზე და პრეზერვატივებზე საუბარი სიამოვნებას ანიჭებს

17 დეკემბერი, 2012 • 1030
ზურაბ ტყემალაძე: მგონი ჩემ კოლეგებს ბუსუსებზე და პრეზერვატივებზე საუბარი სიამოვნებას ანიჭებს

“ეს არის ძალიან ელემენტალური საკითხი. მინდა გითხრათ, რეკლამის შესახებ კანონში მკაფიოდ არის განსაზღვრული, რა პროდუქცია არის სექსუალური მოხმარების და არანაირი ჩამონათვალის გაკეთება და ამ ჩამონათვალის გაგზავნა უმცირესობისათვის საჭირო არ არის, ჩახედონ კანონში და ყველაფერი წერია”, – განაცხადა ტყემალაძემ.

 

აღნიშნული საკანონმდებლო ცბლილებების განხილვას პარლამენტში ცხარე დებადები მოჰყვა. უმცირესობის წევრების განცხადებით, გაუგებარია, თუ რა სახის ნივთები იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში:

 

“მიუხედავად იმისა, რომ მივიღე გარკვეული ინფორმაცია, ვერ გავიგე, რა ჩამონათვალზეა საუბარი. პირად საუბრებში რჩება შთაბეჭდილება, რომ არავინ იცის, რა არის ეს ჩამონათვალი. სექსუალური ხასიათის ერთი პროდუქცია მაინც დაასახელეთ. ცოტა პარადოქსულია ქვეყანაში, სადაც ერთი სექს–შოპიც არ რის, ასეთი ხასიათის პროდუქციის რეგულირება. კანონში არანაირად არ არის ასახული, რომ მოზარდების მავნე ზეგავლენისაგან დაცვა გვინდა. კანონი არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მხარი დავუჭიროთ, რადგან არ ვიცით, რაზეა საუბარი და რისი გაყიდვა იკრძალება. ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ და მოგიწოდებთ ვიმსჯელოთ მასზე. კაცმა არ იცის, რას ვიღებთ“, – განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

 

პარლამენტმა საქართველოს კანონის პროექტი “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე” 75 ხმით 14–ის წინააღმდეგ უკვე დაამტკიცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი