კომენტარი

“ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ მაგით[სექსით] დაკავდეს, შეუძლია მიიღოს სპირტიანი სასმელიც”

7 დეკემბერი, 2012 • 2867
“ადამიანს, რომელსაც შეუძლია, რომ მაგით[სექსით] დაკავდეს, შეუძლია მიიღოს სპირტიანი სასმელიც”

აპირებთ თუ არა, რომ ზუსტად განმარტოთ, რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში? მაგალითად, პრეზევატივი? 

ეგ არ არის დასაკმაყოფილებელი საშუალება.

საუბარი არ არის მხოლოდ პრეზერვატივზე, არსებობს სხვა საშუალებები, მაგალითად, სექს-სათამაშოები.

ეგენი კი, მაგრამ ის. რაც წეღან თქვით, არ არის დაკმაყოფილების საშუალება. ასე რომ, პრობლემა არ იქნება.

თამთა ჭუმბურიძე
თამთა ჭუმბურიძე

ბუნდოვანი რომ არ იყოს და ინტერპრეტაციის საშუალებას არ იძლეოდეს, თუ აპირებთ, რომ დააკონკრეტოთ, რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში?

ეს არ არის ბუნდოვანი. ამის შესახებ კანონში წერია კონკრეტულად, რომ ეს არის დაკმაყოფილების საშუალებები და ტელევიზიაში რომ ამის რეკლამა აკრძალული იყო, ეს დეტალურად გაიწერა ქცევის კოდექსში კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ, ხოლო ბაზრობებზე ამისი შეფუთვა რომ მომხდარიყო, დეტალური აღწერა გააკეთა ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა.  ასე რომ, არც იქით იქნება პრობლემა და არც აქეთ. მე არ მგონია უბრალოდ, რომ ამის საჭიროება იყოს.

საქართველოს კანონმდებლობით 16 წლის ადამიანს აქვს სექსუალური ცხოვრების უფლება, მაშინ რატომ არ უნდა ჰქონდეთ მათ აღნიშნული პროდუქციის გამოყენების უფლება?

ადამიანს, რომელსაც შეუძლია რომ მაგით დაკავდეს, ასევე შეუძლია მიიღოს მაგარი სპირტიანი სასმელიც და თამბაქოც, თუმცა დღევანდელი კანონმდებლობით აკრძალულია 18 წლამდე ასაკისთვის ამის მიყიდვა. ეს სულ სხვა პრობლემაა და სულ სხვა რამით არის მოსაწესრიგებელი. იმის გამო, რომ 14 წლის ასაკის ბავშვები არ გვყავდეს აბორტის გაკეთების საშიშროების წინაშე, უნდა შეიქმნას ის ფსიქოსოციალური გარემო, რაც კანონპროექტით არის მოწესრიგებული.

ბავშვის სათამაშოები იყიდება აფთიაქშიც, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ ეს პროდუქცია არ უნდა გაიყიდოს არც აფთიაქში?

აფთიაქში დაკმაყოფილების საშუალება რა იყიდება?

სწორედ ამისათვის, რომ მოქალაქემ იცოდეს, რა პროდუქციაზეა საუბარი, რატომ არ შეიძლება გაკეთდეს დაზუსტება, რა იგულისხმება სექსუალური ხასიათის პროდუქციაში?

როგორ შეიძლება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის კოდექსში ეს გაიწეროს, ეს უბრალოდ იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით საერთოდ მიუღებელია. ამ კანონპროექტში, რომელიც თქვენ გაინტერესებთ, მხოლოდ დაწესებულია რეალიზაციის ჩარჩო თამბაქოს მსგავსად.

მასალების გადაბეჭდვის წესი