ახალი ამბები

კალიფორნიაში პარტნიორის გაუფრთხილებლად კონდომის მოხსნა არალეგალური ხდება

12 ოქტომბერი, 2021 • 5505
კალიფორნიაში პარტნიორის გაუფრთხილებლად კონდომის მოხსნა არალეგალური ხდება

აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, პარტნიორის გაუფრთხილებლად კონოდმის მოხსნა არალეგალური ხდება.

როგორც CNN იუწყება, კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შესაბამის კანონპროექტს 7 ოქტომბერს მოაწერა ხელი, რის შემდეგაც კანონი ძალაში შევიდა.

ამიერიდან კალიფორნიის შტატში პარტიორის თანხმობის გარეშე სქესობრივი აქტისას კონდომის მოხსნა არალეგალურია.

კანონის ავტორები იმედოვნებენ, რომ ცვლილებებით შეამცირებენ სექსუალური ძალადობის მაჩვენებლებს. ისინი ხაზს უსვამენ, რომ სექსუალურ ძალადობად ან/და გაუპატიურებად მიიჩნევა ის სქესობრივი კავშირი, რომელიც პარტიორის თანხმობის გარეშე მოხდა.


აშშ-ის მსგავსად, გაუპატიურების ცნებაში ცვლილებებზე აქტივისტები საქართველოშიც მუშაობენ.

საქმე ეხება კანონმდებლობაში გაუპატიურების განმარტებას. თუ ეს ინიციატივა კანონპროექტის, შემდეგ კი კანონის სახეს მიიღებს, სისხლის სამართლის კოდექსში, გაუპატიურების მუხლში მსხვერპლის მხრიდან თანხმობის ნაწილი შევა.

წაიკითხეთ ვრცლად ნეტგაზეთის არქივიდან:

აბორტის იძულება – ისტორიები და დანაშაული სამართლებრივი მუხლის გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი