კომენტარი

ლევან ბერძენიშვილი: ბედიას დანიშვნა არის შეცდომა

21 ნოემბერი, 2012 • 1115
ლევან ბერძენიშვილი: ბედიას დანიშვნა არის შეცდომა

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 8 ნოემბერს ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტები დაარბიეს. სპეცდანიშნულების რაზმი უნივერსიტეტში შეიჭრა და მხუთავი გაზიც გაუშვეს. ამ დარბევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი დავით ბედია – შს სამინისტროს აჭარის სამმართველოს მაშინდელი უფროსი შს სამინისტროს კრიმინალური პოლიციის უფროსად დაინიშნა.

 

ორი დღის წინ შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ბედია პროფესიონალი პოლიციელია:

 

“ბატონი ბედია არის პროფესიონალი პოლიციელი, ის თავისი საქმის ძალიან კარგი სპეციალისტია, თუ რაიმე ბრალეულობა მიუძღვის მას ამა თუ იმ აქციის დარბევაში, ამას გამოიძიებს, ან გამოიძიოს გამოძიებამ და გამოვლინდეს. მე მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა, რომ ჩვენ არ ვარჩევთ ადამიანებს მათი პარტიული თუ სხვა კუთვნილებიდან. ჩვენ მაქსიმალურად ობიექტურად ვუდგებით საზოგადოების ყველა წარმომადგენელს და ვიქნებით მასეთივე სამართლიანები და ობიექტურები ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიმართ, უფრო მკაცრები ვიქნებით ჩვენი გუნდის წარმომადგენლების მიმართ, ვიდრე – ჩვენი ოპონენტების მიმართ”.  

მასალების გადაბეჭდვის წესი