კომენტარი

დავით დარჩიაშვილი: პარტიისთვის 11%–იან კლებაში საგანგაშო არაფერია

16 ივლისი, 2012 •
დავით დარჩიაშვილი: პარტიისთვის 11%–იან კლებაში საგანგაშო არაფერია

“საგანგაშო ამ კლებაში ნამდვილად არაფერია. მით უმეტეს, რომ ჯერ კიდევ წინაა საარჩევნო კამპანიის პერიოდი. ასევე კვლევაში არის ისეთ პირთა პროცენტული მაჩვენებელი, რომელსაც ჯერ კიდევ არ აქვს გადაწყვეტილი, ვის მისცემენ ხმას. ახლა მთავარია, ამ ორი თვის განმავლობაში ვინ როგორ წარმართავს საარჩევნო კამპანიას და ვინ როგორ შეახსენებს თავს მოსახლეობას. მთლიანობაში დარწმუნებული ვარ, რომ მოსახლეობის ის რაოდენობა გვიჭერს მხარს, რაც ჩვენ გაგვამარჯვებინებს. შესაბამისად, ჩვენთვის მთავარია ის, რომ ამომრჩევლის დიდი ნაწილი გვენდობა და საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში გვეხმარება კვლევების შედეგები”, – განუცხადა “ნეტგაზეთს” დარჩიაშვილმა.

დღეს, 16 ივლისს აშშ–ის ეროვნულ–დემოკრატიულმა ინსტიტუტმა გამოაქვეყნა პოლიტიკური პარტიების რეიტინგების შედეგები.

აშშ–ის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI] შეკითხვაზე, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, ვის მისცემდით ხმას, მხოლოდ მათგან, ვინც მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას, 36% ხმას “ნაციონალურ მოძრაობას” მისცემდა, ხოლო კოალიცია “ქართულ ოცნებას” – 18 %. 22%- ს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს და ამბობს– “არ ვიცი”.

თებერვლის მონაცემებთან შედარებით “ნაციონალური მოძრაობის” რეიტინგმა 11%–ით დაიწია, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგმა 8%–ით მოიმატა. კერძოდ, თებერვალში NDI -ის ჩატარებული კვლევის მიხედვით მმართველი პარტიის რეიტინგი იყო 47%, ხოლო კოალიცია “ქართული ოცნების” რეიტინგი– 10%.    

მასალების გადაბეჭდვის წესი