კომენტარი

ნარდი კლავს!

23 მაისი, 2012 • 1761
ნარდი კლავს!

 პარლამენტთან  კი – „მასის შეზღუდვა“. ეკლესიაშიც უნდა დავდგათ აკრძალვის ნიშანი – „ისაკაძეობით საფრთხეს ვუქმნით ჩვენ გარშემო მყოფთ!“ ამის პასუხად დაიდგმება ამკრძალავი ნიშანი – „ჰომოსექსუალიზმი იწვევს გოგირდის წვიმას!“. ხელისუფლება გასაქირავებელ ბინებზე გამოაკრავს ასეთ აბრას: „ნარდი კლავს!“. ტელევიზიაში კი გადაჭარბებულ ნოდარ მელაძეობას დაუშლიან ჟურნალისტებს. შესაბამისად, ჟურნალი „ტაბულას“ ყდაზეც გაჩნდება შესაბამისი ნიშანი – „მარცხნივ გადახვევა აკრძალულია!“

რეალურად ხომ ისედაც სავსეა აკრძალვებით ჩვენი საცხოვრებელი გარემო და რა მოხდება, თუ მათ მატერიალიზებას მოვახდენთ?! გარემო,  სადაც ვიბადებით და შემდეგ მუდამ ვწუხვართ ამაზე. გარემო, სადაც ვბინადრობთ და სადაც ვიზრდებით, სადაც გაიდეალებული წინაპრების კუბოს ფიცრები „გვეგულვის“, მაგრამ მაინც ვიღებთ გადაწყვეტილებას, რომ უნდა გავეცალოთ აქაურობას. მივდივართ და ისევ ვბრუნდებით. შემდეგ ყველაფერი თავიდან იწყება. ვაჩენთ შვილებს და ახლა უკვე ისინი წუხან იმაზე, რომ აქ დაიბადნენ. რადგან  ჩვენი ქვეყანა იმ კომპანიას წააგავს, რომლის რიგით თანამშრომლებსაც არანაირი იმედი არ აქვთ, რომ მათი სამუშაო პირობები გაუმჯობესდება, ან კარიერული წინსვლის საშუალება ექნებათ, აქ მხოლოდ უფროსობა, მფლობელები, მმართველები ხეირობენ და აგრძელებენ მოგების გადანაწილებას. როგორ უნდა გადავინაცვლოთ „დროებით უხეირო სამუშაო ადგილის“ მდგომარეობიდან მომავლის და, რაც მთავარია, ღირსეული აწმყოს მქონე ქვეყნის მდგომარეობაში? აკრძალვებით ამას ნამდვილად ვერ მოვახერხებთ.

ერთი ძველი აღმოსავლური სიბრძნეა – „თუ მტერზე გამარჯვება გსურს, მისი შვილი უნდა აღზარდო“. და მგონი, ჩვენ ყველაში მტერს ვხედავთ და ერთმანეთის შვილების აღზრდა გვსურს, გვსურს ტოტალურად გაკონტროლებული სიყვარულით, რომლის საბოლოო მიზანიც ერთიანობის მიღწევაა, ერთნაირების ერთობის, რაღაც მოუხეშავი მონსტრის, რომელიც ამკრძალავი ნიშნების ბნელ ტყეში მარტო რჩება. იმისათვის, რომ გამხნევდეს, იწყებს სიმღერას და აღარავინ რჩება, ვინც პირველს შეაშველებს, ან ბანს ეტყვის… ის გაბოროტებული, ადამიანივით გამოწყობილი მხეცივით იწყებს ღრიალს, იმ მხეცივით, რომელიც იმდენად შეეჩვია ცირკს და გალიას, რომ თავისუფალებაში თავს საშინლად დაუცველად, არაკომფორტულად და უცნაურად გრძნობს.

„ჩვენ ვცხოვრობთ თავისუფალ ქვეყანაში(???). ამას ხშირად ვიმეორებთ, მაგრამ გვავიწყდება, ეს რას ნიშნავს. ჩვენ თავისუფალ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ეს საოცარი შესაძლებლობაა. დროდადრო ჩვენ უნდა შევეგუოთ ისეთ მოვლენებს, რომლებიც აუცილებელი არ არის, მოგვწონდეს, რადგან თუ ჩვენ დავიწყეთ კედლების შენება იმის წინააღმდეგ, რაც ამორალურად გვეჩვენება, შეიძლება ერთ მშვენიერ დილას გავიღვიძოთ და კედლები დაგხვდეს იქ, სადაც მის დანახვას არ მოველოდით. მაშინ ჩვენ ვეღარ შევძლებთ ვერაფრის დანახვას, ვეღარ შევძლებთ ვერაფრის გაკეთებას და ეს უკვე აღარ იქნება თავისუფლება.”

ალექსი ჩიღვინაძე
ალექსი ჩიღვინაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი