კომენტარი

კინომოძრაობა ფიქრობს…

1 აგვისტო, 2016 • 2150
კინომოძრაობა ფიქრობს…

დროისა და სივრცისშეგრძნებაპირველია იმ პრობლემათაგან, რაც ქართული კინემატოგრაფის წინაშე დგას. კინოს, ვერ განვიხილავთ კულტურისგან განცალკევებით, ამიტომ განვაზოგადოთ ეს საკითხი ყოველდღიურობის კონტექსტშიც.  გარეთ 2016 წელი დგას და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გასული დროის მიუხედავად, კიდევ გაიგონებთ მოწოდებებს: “სისტემა უნდა დაინგრესანცენზურა კლავს!” და სხვ. სულ ახლახანს, საზოგადოებას საკუთარი არსებობის შესახებ ამცნო ახალმა მოძრაობამვაკის პარკის კინომოძრაობამრომელიც, თუ სწორად მახსოვს, უპრეცედენტოა ქართული კინოს ისტორიაში, თუ არ ჩავთვით თაობების არაფორმალურ გაერთიანებებს.

მოძრაობამ მიზნად იმ სისტემის ცვლილება დაისახა, რომელმაც დაუშვა საკმაოდ მძიმე და ჯერ არნახული სისასტიკე, თუ ზოგიერთმა ადამიანმა როგორ შეიძლება, 2016 წლის საქართველოში, მოითხოვოს ფილმის პროექტისგაქრობა, მხოლოდ იმიტომ, რომ ის არ ჯდებოდა იმ ნორმებში, რომელთა მიხედვითაცაბეზარაშიკარგი ან სულ ოდნავ ნაკლებად კარგი გმირები ერთმანეთსგეთაყვათიმიმართავდნენ (სტალინური ხელოვნების უკონფლიქტობის თეორიები).

ამ ფაქტის გასაჯაროებიდან მალევე ფეისბუქში შეიქმნა გვერდიცენზურის წინააღმდეგ, შეხვედრის ადგილად კი ვაკის პარკი შეირჩა. ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე, ამ შეხვედრაზე, ძირითადად, ახალგაზრდა კინემატოგრაფისტები შეიკრიბნენადამიანები, ვისაც ცენზურასთან, მეტნაკლებად, არ ჰქონიათ შეხება და ამიტომ ეს სიტყვაც მათში მყისიერ რეაქციას იწვევს. პირველივე შეხვედრაზე, პირველივე სიტყვები იყო სისტემის გაუმართაობაზე და მხოლოდ ამის მერე ბევრი ხმამაღალი გამოსვლა, ყვრილი და დავიდარაბა: აშენდებოდა აზრთა წყობა და უცბათ, რომელიმე მას მხოლოდ ერთი კონტრარგუმენტით ჩამოშლიდა. გარდა ამისა, შეხვედრაზევე გამოჩნდა, რომ იქ შეკრებილებს უხაროდათ ერთმანეთთან საუბარი დადაცლა“. ამიტომ პირველი შეხვედრა იყო ყველაფერზე და არაფერზე, მაგრამ სისტემა რომ გამოლპა, ამაზე ყველა აწერდა ხელს.

მომდევნო შეხვედრები, ანუ ვაკის პარკის შადრევნის მარცხნივ, მაგიდებთან, სადაც ჭადრაკსა და დომინოს თამაშობენ, ერთმანეთთან ზოგადი საუბრებიდან მალევე თემატურ მსჯელობაში გადაიზარდა: “რა ვუყოთ კომისიის დინოზავრ წევრებს, თუკი ისინი მაინც მოახერხებენ ახალი წესით დაკომპლექტებულ კინოკომისიებში შეძრომასდა მსგავს საჭირბოროტო საკითხებში. ყველაფერზე პასუხი იყოსიტყვის, აზრისა და შეხედულების თავისუფლება. ჯგუფი წავიდა არა აკრძალვებისკენ, არამედ საჯაროობისკენ. გაიმარჯვა აზრმა, რომ მხოლოდ ღიაობა დააფრთხობს დინოზავრებს, თუმცა მხოლოდ ამის იმედათაც ყოფნა მიზანშეწონილად არ ჩაითვალა და ამიტომ, სხვა ავტორიტეტიანი ფონდებისა თუ კომისიების გამოცდილების მოშველიებით, შემუშავდა ახალი მოდელი. პარალელურად, ჯგუფმა დაიწყო რეალური ქმედებებისთვის მზადება და ამის უზრუნველსაყოფად, ხელმოწერების შეგროვება.

ჯამში, ჩვენ წერილს (სადაც პრობლემების დასახელების ბოლოს მოთხოვნილი იყო კინოცენტრის დირექტორთან სამუშაო შეხვდრების გამართვა) 222-მა ადამიანმა მოაწერა ხელი. ხელოვნებაში რაოდენობა არასდროსაა გადამწყვეტი, თუმცა, ამავდროულად ის, ხშირად, სწორედაც რომ გადამწყვეტიავერავინ იხსენებდა ამდენგაბრაზებულადამიანს

ვაკის პარკის მოძრაობაში პატარა განხეთქილებაც მოხდა, რამდენიმე ადამიანმა უარი თქვა ამ პრობლემების საჯაროდ, ანუ მასმედიის თანდასწრებით საუბრის იდეაზე. სამმა თუ ოთხმა ადამიანმა უკან გამოითხოვა საკუთარი ხელმოწერები. მანამდე ვეცადეთ იმის ახსნას, რომ ამ დონის პრობლემებზე კარჩაკეტილ კაბინეტებში საუბარი, უბრლოდ, დანაშაული იქნებოდა და დაასამარებდაგამომპალი სისტემისშეცვლის იმ მუხტს, რომელმაც, როგორც იქნა, 2016 წლის ივლისის თვეში იფეთქა. არგუმენტებად, ისევ, ჩვენ ისტორიასა და წარსულ გამოცდილებას ვასახელებდით (სათითაოდ გავიხსენეთ ამ ტიპის შეხვედრები, რომელთა შესახებაც ფართო საზოგადოება ვერაფერს იგებდა და რომლებსაც არანაირი შედეგი მოჰქონდა, აგერ უკვე რა ხანია). ასეა თუ ისე, ჯგუფმა გაარძელა მუშაობა, შეიმუშავა პუნქტებად გაწერილი მოთხოვნები, კინოცენტრში შეიტანა წერილი და განცხადება, რის შემდეგაც დადგა მოლოდინის რეჟიმი.

სამწუხაროდ, პასუხად მივიღეთ ყრუ კედელი, რომელიც ჩვენთან შეხვედრაზე უარს მხოლოდ იმიტომ ამბობდა, რომ ვითხოვდით აღნიშნული პროცესის საჯაროობას, მასმედიით გაშუქებას. ეს პასუხი 2016 წლის 27 ივლისს მივიღეთ, იმ დროს როდესაც თითქმის ყველა ჩვენგანის ტელეფონში უკვე არსებობდა Livestream-ის ფუნქცია, აღარაფერს ვამბობ ვიდეო თუ აუდიო გადაღების სშუალებებზე თუ სხვ.

ჩვენი საჯაროობის შესახებ მოთხოვნა, არ არის წინასწარ უზრუნველყოფილი, რადგან როგორ შეიძლება გავცეთ გარანტია იმისა, რომ აღნიშნული პრობლემით აუცილებლად დაინტერესდება მედია?! – ეს არის მხოლოდ პრინციპი და მიდგომა, რომელიც ძალიან ბუნებრივია იმ თაობისთვის, რომელიც ვაკის პარკში შეიკრიბა. დიახ, ჩვენთან სივრცე ჰორიზონტალურია, ჩვენთან ყველაფერს ინდივიდები განსაზღვრავენ დაქვემოდან ზემოთ შენებაცმხოლოდ საჯაროდ გვინდა, ყველას თვალწინ, ყველას თანდასწრებით, როგორც ეს ვაკის პარკი მაგიდებთან ხდებოდა.

ბოლოს, მინდა ერთი დაკვირვებაც გაგიზიაროთ. მოხდა ისე, რომ მაისის თვეშიწითელი ზონისსტუმარი იყო სლოვენი ფილოსოფოსი სლავოი ჟიჟეკი, რომელმაც დასვა ასეთი შეკითხვა: – “რა იქნება სისტემის ნგრევის შემდეგ? – ამაზე აღარავინ ფიქრობს“! (ციტირება მეხსიერებით) – აღნიშნავდა იგი. არ ვიცი, ჩვენი ჯგუფიდან რამდენს ჰქონდა ეს გადაცემა ნანახი, მაგრამ თითქოს ყველა ითვალისწინებდა ჟიჟეკის ამ ძალიან მწარე შეკითხვას, რომელიც ყოველთვის აქტუალური იყო და არის, ისევ ჩვენი წარსულიდან თუ აწმყოდან გამომდინარე. საბოლოოდ, ლაშა ცქვიტინიძის პროექტის გარშემო გაერთიანებული, ჯერ ჯგუფი და ახლა უკვესრულფასოვანი მოძრაობა, ერთი თვის განმავლობაშიჩუმადიმიტომ ვიყავთ, რომ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით და ვფიქრობდით იმ უხერხულ დღეზე, რომელიც რევოლუციის ღამის მერე თენდება. ჩვენ, ღრმად გვწავმს, რომ ყველა დასახულ მიზანს მივარწევთ. ამისთვის კი, უკვე მერამდენე ცდაზე, ვითხოვთ დიალოგის დაწყებას. ვაკის პარკის კინომოძრაობა არ აპირებს მარტივად დაშლას, შეხვედრის მოთხოვნა დარჩება ძალაში მანამ, სანამ ამას აზრი ექნება.

P.S. რჩევა ჩემს თანამოაზრეებს კინომოძრაობიდან, არასოდეს გაწყვიტოთ კავშირი დროსა და სივრცესთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი