ახალი ამბები

გივი თარგამაძე ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს ყურით მოთრეული საკითხია

8 მარტი, 2016 • 1074
გივი თარგამაძე ქორწინების საკონსტიტუციო ინიციატივაზე: ეს ყურით მოთრეული საკითხია

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გივი თარგამაძის განცხადებით, კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ქორწინება ქალისა და მამაკაცს შორის კავშირია, ყურით მოთერეული თემაა. თარგამაძის კომენტარს ამ საკითხზე რუსთავი 2 და იმედი ავრცელებენ.

“ხელისუფლება ვერ გამოდის ამ სახიფათო წრიდან, როდესაც რადიკალური ჯგუფების გრძნობებზე თამაშით და სიძულვილის გაღვივებით ცდილობს თავის წარუმატებლობის დაბალანსებას.

ეს [ქორწინების] საკითხი სამოქალაქო კოდექსში ერთმნიშვნელოვნად არის ფორმულირებული. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციაში ჩაწერის საკითხი არის ყურით მოთრეული, ანუ საკითხი საკითხისთვის და იმისათვის, რომ მოხდეს ამ გრძნობების გაღვივება და სავარაუდოდ ძალადობის კიდევ ერთი ტალღის ინიცირება”, – თქვა თარგამაძემ.

კოალიცია “ქართული ოცნება” აპირებს საკონსტიტუციო ცვლილების ინიცირებას, რომლის მიხედვითაც ჩაიწერება, რომ ქორწინება მხოლოდ ქალისა და კაცის კავშირია.

მასალების გადაბეჭდვის წესი