ახალი ამბები

შოთა უტიაშვილი: სახალხო კრებას აქციისთვის ნებართვა 26 მაისამდე აქვთ

23 მაისი, 2011 • 1202
შოთა უტიაშვილი: სახალხო კრებას აქციისთვის ნებართვა 26 მაისამდე აქვთ

შოთა უტიაშვილი
შოთა უტიაშვილი

რას მოიმოქმედებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო კრების აქცია გაგრძელდება 26 მაისს თავისუფლების მოედანზეც? შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა „ნეტგაზეთის“ ამ კითხვაზე  განაცხადა, რომ მათ [სახალხო კრებას]  აქციისთვის ნებართვა 25 მაისის ჩათვლით აქვთ და თუ ბურჯანაძე  კანონს არ დაარღვევს, ჩვენ არანაირ ძალას არ გამოვიყენებთ. მათ 25 მაისის ჩათვლით  აქვთ აქციის გამართვის უფლება, ეს არის ჩემი პასუხი“.

ნეტგაზეთის კითხვაზე, გეგმავს თუ არა ხელისუფლება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე, აღლუმის ჩატარებას სხვაგან, იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო კრება აქციას გააგრძელებს 26 მაისსაც, უტიაშვილმა განაცხადა, რომ  „აღლუმის სხვაგან ჩატარება“  გამორიცხულია.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს  20 მაისს განუცხადეს, რომ  წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ  თბილისის მერიას გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც აქციის გამართვის თარიღებად 21–25 მაისი იყო მითითებული.

დღეს სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილენი 25 მაისს კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ და „სააკაშვილს აღლუმის ღირსეულად ჩაბარების შესაძლებლობას არ მისცემენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი