ახალი ამბები

ოპოზიციის აქცია თბილისში– 23 მაისი – განახლებადი რეჟიმი

23 მაისი, 2011 • 1721
ოპოზიციის აქცია თბილისში– 23 მაისი – განახლებადი რეჟიმი

22:00 ნეტგაზეთი, თბილისი „ქართული პარტია“, სავარაუდოდ, ამაღამ გამართავს მოლაპარაკებას „სახალხო კრებასთან“ 25 მაისს დაგეგმილი აქციის შესახებ“, –განაცხადა „ქართული პარტიის“ ლიდერმა სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში.

„ქართულმა პარტიამ“ გუშინ განაცხადა, რომ 25 მაისს გამართავს აქციას ავლაბრის რეზიდენციასთან, შემდეგ კი გაავრცელა ინფორმაცია „სახალხო კრების“  აქციასთან შეერთების შესახებ. დღეს კი ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ 25 მაისს „სახალხო კრება„ აქციას თავისუფლების მოედანზე გამართავს.

სოზარ სუბარმა ნეტგაზეთთან საუბარში განაცხადა, რომ ქართული პარტია სახალხო კრების გადაწყვეტილებას ელოდება, გაიმართება თუ არა 25 მაისს ერთობლივი აქცია. ქართული პარტიის თავმჯდომარე აცხადებს,რომ  მისი აზრით, აქცია ერთობლივი უნდა იყოს. „ველოდებით, თუ რას გადაწყვეტს სახალხო კრება“,– ამბობს სოზარ სუბარი. მისი თქმით, მოლაპარაკებები ქართულ პარტიას და სახალხო კრებას შორის შესაძლებელია დღეს ღამით ან ხვალ გაიმართოს.

ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, გამართავს თუ არა ქართული პარტია აქციას ავლაბრის მეტროსთან იმ შემთხვევაში, თუ არ დათანხმდა სახალხო კრება ერთობლივ აქციაზე, მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.

20:50  ნეტგაზეთი, თბილისი ბათუმიდან კოლონა მოდის თბილისისკენ. სახალხო კრების აქციაზე პრესსამსახურმა ჟურნალისტებს განუცხადა, დახვედროდნენ კოლონას მცხეთასთან. “მივდივართ, რომ დავხვდეთ მცხეთაში და ყველა მედია საშუალებამ გამოყავით ერთი ადამიანი,რომ წავიდეთ”,–განაცხადა პრეს სამსახურმა აქციაზე.

20:40 ნეტგაზეთი, თბილისი ქართული პარტიის ინფორმაციით, ქართული პარტიის წევრი სამართალდამცავებმა დააკავეს. ყვარლის რაიონში მცხოვრები ზურაც ასაბაშვილი,როგორც ქართული პარტია აცხადებს, დაუკაშვირდა  პარტიას და შეატყობინა ინფორმაცია მისი დაკავების შესახებ.

20:20 ნეტგაზეთი, თბილისი. აქციის მონაწილეებმა აქციის მონაწილე დააკავეს. რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე აქციის დაახლოებით 20–მდე მონაწილე ამავე აქციის ერთ მონაწილეს გაეკიდა. როგორც აქციაზე განაცხადეს, მონაწილე “არაადეკვატურად იქცეოდა”. დაახლოებით 15 წუთის მანძილზე ის სცენაზე ყავდათ აყვანილი,ხოლო შემდეგ გაუშვეს. როგორც აქციაზე განაცხადეს, ამ თემაზე სხვა კომენტარის გაკეთებას არ აპირებენ.

18.48:ნეტგაზეთი, თბილისი: ქობულეთთან ახლოს, გასართობ ცენტრ „ციცინათელასთან“,  სამართალდამცავებმა სახალხო კრების ქედის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილის შვილს, მამუკა ფარტენაძეს ავტომანქანა „ფორდ ფიესტა“ ჩამოართვეს. თავად ნაზიმ ფარტენაძემ ამ დროს მიკროინფარქტი მიიღო და სასწრაფოდ გადაიყვანეს „ციცინათელასთან“, ბიძინა ივანიშვილის კლინიკაში. ეს ინფორმაცია „ნეტგაზეთს“ მამუკა ფარტენაძემ მიაწოდა. მისი თქმით, სამართალდამცავებმა ავტომანქანა  ჩამოართვეს საპატრულო პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით და განუმარტეს, რომ ავტომანქანას გადაიყვანენ ბათუმის საჯარიმო მოედანზე. „რომელი ჭკუათმყოფელი არ დაემორჩილებოდა პატრულს“, – ამბობს მამუკა ფარტენაძე და აცხადებს, რომ ისინი თბილისში, სახალხო კრების აქციაში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდნენ და ამიტომ ჩამოართვეს. მისი ინფორმაციით, ნაზიმ ფარტენაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია და მას ბათუმში, კლინიკა „მედიში“ გადაიყვანენ.

17. 20: ნეტგაზეთი, თბილისი: შოტა უტიაშვილი: სახალხო კრებას აქციისთვის ნებართვა 26 მაისამდე აქვთ

რას მოიმოქმედებს ხელისუფლება იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო კრების აქცია გაგრძელდება 26 მაისს თავისუფლების მოედანზეც? შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა „ნეტგაზეთის“ ამ კითხვაზე  განაცხადა, რომ მათ [სახალხო კრებას]  აქციისთვის ნებართვა 25 მაისის ჩათვლით აქვთ და თუ ბურჯანაძე  კანონს არ დაარღვევს, ჩვენ არანაირ ძალას არ გამოვიყენებთ. მათ 25 მაისის ჩათვლით  აქვთ აქციის გამართვის უფლება, ეს არის ჩემი პასუხი“.

ნეტგაზეთის კითხვაზე , გეგმავს თუ არა ხელისუფლება 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღეზე, აღლუმის ჩატარებას სხვაგან, იმ შემთხვევაში, თუკი სახალხო კრება აქციას გააგრძელებს 26 მაისსაც, უტიაშვილმა განაცხადა, რომ  „აღლუმის სხვაგან ჩატარება“  გამორიცხულია.

თბილისის მერიაში ნეტგაზეთს  20 მაისს განუცხადეს, რომ  წარმომადგენლობითმა სახალხო კრებამ  თბილისის მერიას გაუგზავნა შეტყობინება, რომელშიც აქციის გამართვის თარიღებად 21–25 მაისი იყო მითითებული.

დღეს სახალხო კრების ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ აქციის მონაწილეები 25 მაისს კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ და „სააკაშვილს აღლუმის ღირსეულად ჩაბარების შესაძლებლობას არ მისცემენ“.

16.56: ნეტგაზეთი, თბილისი:




Nino Burjanadze | Musicians Availableნინო ბურჯანაძე: პრეზიდენტს არ მივცემთ შესაძლებლობას, მშვიდად ჩაიბაროს აღლუმი. ამისათვის 25 მაისს, 12 საათზე, უნდა გადავინაცვლოთ თავისუფლების მოედანთან. მე ვიცი, რომ დაიღალეთ, მაგრამ უნდა გავუძლოთ და არ მივცეთ აღლუმის მშვიიდადა ჩაბარების უფლება. ძალიან პრინციპულია, რომ მოვაწყოთ მსვლელიობა თავისუფლების მოედნისკენ. სანდო წყაროზე დაყრდნობით, მე მაქვს ინფორმაცია, რომ ქართულმა ჯარმა უარი უთხრა ხელისუფლებას, სათანადო შემთხვევაში, ხელი აღმართოს ქართველ ხალხზე. მე ეჭვი არ მეპარებოდა, ჩვენი ჯარისკაცები ხელს არ აღმართავდნენ საკუთარ ხალხზე. ჩვენ მივაღწიეთ სერიოზულ წარმატებას 2003 წლის შემდეგ. ჩვენ მოვიპოვეთ პირველი არხის ეთერი. ჩვენ მოვიპოვეთ წარმატება ზონდებრიგადების და სპეცნაზის წინააღმდეგ. ჩვენ გავუძელით იმ შემოტევას, რომელიც იყო ბათუმსა და თბილისში. გარწმუნებთ, პრეზიდებნტი აღლუმს ვერ ჩაიბარებს და გარწმუნებთ, ჩვენ ვაიძულებთ, წავიდეს ეს ხელისუფლება. რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ  ნინო ბურჯანაძის გამოსვლის აუდიოვერდსიას, სადაც ის საუბრობს სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს გადაწყვეტილების შესახებ:

15.08: ნეტგაზეთი, თბილისი: „წმინდა გიორგი სადროშო“ შეუერთდა აქციის მონაწილეებს. ეს ორგანიზაცია წარმოდგენლია ორი მღვდლით, რომლებიც აქციაზე მივიდნენ ხატებით (ერთი კათალიკოს – პატრიარქ ილია მეორის სურათით) და ამბობენ, რომ „ქრისტე აღსდგა“.

14.35:”ინტერპრესნიუსი”: ნინო ბურჯანაძე – აქციის სადავეები სახალხო კრების ხელშია

14.10: ნეტგაზეთი, თბილისი:ნინო ბურჯანაძემ  სასწრაფოდ დატოვა კოსტავას ქუჩა,  ისე, რომ მომიტინგეებისთვის განმარტება არ გაუკეთებია. სახალხო კრების წარმოამდგენელმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ ბურჯანაძე წავიდა “სახლახო კრების” საბჭოს სხდომაზე. მისი განმარტებით, ბურჯანაძე 3 საათისთვის დაბრუნდება საზოგადოებრივ მაუწყებელთან. ამ დროისთვისაა დანიშნული აქცია. ამ წუთებში კოსტავას ქუჩაზე 500–მდე მომიტინგე იმყოფება.

14:07: ნეტგაზეთი, თბილისი: ინფორმაცია, თითქოს ამერიკის ელჩს გულის შეტევა დაემართა,  არ შეესაბამება სიმართლეს,– აცხადებს აშშ–ს საელჩო საქართველოში. ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც „ქართულმა პარტიამ“  სოციალურ ქსელ „ფეიბუქზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ამერიკის ელჩს საქართველოში ჯონ ბასს აქციის დარბევასთან დაკავშირებით სააკაშვილთან მწვავე შელაპარაკება მოუვიდა, რის შემდეგაც გულის შეტევით ტაშკენტის ქუჩაზე მდებარე კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯიაში“ მიიყვანეს“.  „ქართული პარტია“ წერს, რომ „ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ახლაც ამ კლინიკაში, მესამე სართულზე, წევს“.

აშშ–ს საელჩო საქართველოში აცხადებს, რომ ელჩი ჯონ ბასი საავადმყოფოში არ იმყოფება და ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. რაც შეეხება კითხვას, „იყო თუ არა ელჩი საავადმყოფოში, საელჩო არ აკეთებს კომენტარს მისი თანამშრომლების კერძო სამედიცინო საკითხებთან დაკავშირებით“.

კითხვაზე, შეხვდა თუ არა ჯონ ბასი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, საელჩო აცხადებს, რომ ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებენ, რადგან „ელჩის სამუშაო განრიგი არ არის საჯარო განხილვის საგანი. ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ კომენტარი მხოლოდ საჯარო ინფორმაციაზე.  დანარჩენი–  ის [ელჩი] პრეზიდენტს ხვდება, თუ მინისტრს,  არ არის საჯარო განხილვის საგანი“.

13.26: ნეტგაზეთი, თბილისი: რა თეორიული შესაძლებლობები არსებობს, რომ “ქართული პარტიის”ერთ–ერთი ლიდერი, ირაკლი ოქრუაშვილი თბილისში ჩამოვიდეს ცხინვალიდან? ეს კითხვა ნეტგაზეთმა რადიო “თავისუფლების” კორესპონდეტს გორში გოგა აფციაურს დაუსვა:

Goga Aphtsiauri, Gori by netgazeti/batumelebi

13.00: ნეტგაზეთი, თბილისი: „ ქართული პარტიის“ ინფორმაციით, გუშინ, გვიან ღამით, სამართალდამცავებმა „ქართული პარტიის“ კიდევ ერთი აქტივისტი, პარტიის გორის რაიონული ორგანიზაციის საინიციატივო ჯგუფის წევრი დავით ჯარმელიშვილი დააკავეს, რომელიც  „ ტაქსით გორიდან თბილისში მოემგზავრებოდა. ტაქსის მძღოლის ვალიკო იაშვილის თქმით, პოლიციელებმა დავით ჯარმელიშვილი მისი მანქანიდან  პოლიციის მანქანაში გადასვეს, მას კი საბუთები ჩამოართვეს“. ქართულ პარტიას მიაჩნია, რომ დავით ჯარმელიშვილის, ისევე, როგორც „ქართული პარტიის“ გორის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კახა ერგემლიძის დაკავება უსაფუძვლოა  და  პარტიულ აქტიურობას უკავშირდება.ნეტგაზეთს ჯარმელაშვილის დაკავების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა რადიო “თავისუფლების” კორესპონდეტმა გორში გოგა აფციაურმა.

კახა ერგემლიძე სამართალდამცავებმა პოლიციის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს და 25 –დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.  გორში კიდევ ერთი დაკავებულული პირი – მიხეილ გოგიჩაშვილი, სახალხო კრების წარმომადგენელია. მას 30– დღიანი პატიმრობა შუფარდეს.

12.30, ნეტგაზეთი, თბილისი: ნინო ბურჯანაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს მოთხოვა, რომ სამ საათზე დაგეგმილი აქცია, როცა გააკეთებენ განცხადებას, პირდაპირ ეთერში გადასცეს, ხოლოს საღამოს ეთერში გაიმეოროს. ეს განცხადება მან ორიოდ წუთის წინ საზოგადობრივი მაწუყებლთან შეკრებილ მომიტინგეებთან გააკეთა. ბურჯანაძემ განაცხადა, რომ გუშინ ღამე რამდენიმე ელჩთან ქონდა შეხვედრა და სწორედ ამ შეხვედრების დამსახურებაა, რომ წუხელ ღამე ადგილი არ ჰქონია პროვოკაციებს ხელისუფლების მხრიდან. ბურჯანაძემ მოუწოდა შეკრებილებს, არ შეუქმნან პრობლემა ჟურნალისტებს, „მათ სინდისზე იყოს, რას გააშუქებენ“. ბურჯანაძემ ასევე მოუწოდა ჟურნალისტებს, დატოვონ ტელევიზიები, რომლებიც მათ გადაღებულ მასალებს ისე არ ამონტაჟებენ, როგორც გადაიღეს. ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა ნაგვის ყუთებზეც, რომლებიც აღარ დგას რუსთაველის გამზირზე და მოუწოდა ჟურნალისტებს, ჰკითხონ თბილისის მერიას, რატომ აიღეს ნაგვის ყუთები. „გუშინ მომიტინგეებს თავად მოუწიათ დალაგება“.  ბურჯანაძემ მოუწოდა , „ქუდზე კაცს, დრო ძალიან ცოტა გვაქვს“.

09.00: ნეტგაზეთი, თბილისი: რამდენიმე წუთის წინ თბილისში, საზოგადოებრივი მაუწყებლთან დაპირისპირება მოხდა itv-ს ჟურნალისტებსა და აქციის მონაწილეებს შორის. ორივე მხარე ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. ჟურნალისტები აქციის მონაწილეებისგან ლანძღვა-გინების შეწყვეტას მოითხოვდნენ, აქციის მონაწილეები მათგან ამბების “ობიექტურად ასახვას.” “აგენტები, მოგზავნილები, ძუკნები” – ასეთი ეპიტეთებს ეუბნებოდნენ “სახალხო კრების” აქტივისტები ჟურნალისტებს. კოსტავას გამზირზე “სახალხო მოძრაობის” ლიდერთაგან მხოლოდ ირაკლი ბათიაშილი იმყოფებოდა. ჟურნალისტებმა სწორედ მას მოსთხოვეს აქტივისტების დაწყნარება და “მეტი პატივისცემა.” “ძალიან ცუდია, თუ ვინმემ ვინმეს შეურაცხყოფა მიაყენა,”- თქვა ირაკლი ბათიაშვილმა, იქვე კი აქციის მონაწილეებს მოუწოდა, ჟურნალისტებისგან თავი შორს დაიჭირონ, მათ არ ეკონტაქტონ. ირაკლი ბათიაშილმა ჟურნალისტთა ნაწილს “შსს-ს პაგონებიანი თანამშრომლები” და “მოგზავნილი პროვოკატორები უწოდა. ჟურნალისტებსა და კოსტავას გამზირზე შეკრებილებს შორის დაპირისპირება გვიან ღამით, 03:00 საათზეც მოხდა. მაშინ ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ ხვალიდან ჟურნალისტები აქციის გაშუქებას აკრედიტაციის გარეშე ვერ შეძლებდნენ. მოგვიანებით, ნონა გაფრინდაშვილმა განაცხადა, რომ გაჩეჩილაძის განცხადება “ნაუცბათევი და ემოციური” იყო. დაპირისპირების ამსახველი ვიდეომასალა:

08.16: ნეტგაზეთი, თბილისი: მომიტინგეებმა მსუბუქი ავტომანქანებით  კოსტავას ქუჩაზე კარვები მიიტანეს, თუმცა მათ გაშლას ჯერ არ აპირებენ.  „სახალხო კრების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ბათიაშვილმა „ნეტგაზეთთან“ განაცხადა,  რომ  „გამოიყენებენ მაშინ, როცა დაჭირდებათ“. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან, სადაც ღამე 500–მდე მომიტინგემ გაათია, სიმშვიდეა.

03.11 ნეტგაზეთი, თბილისი: „ქართული პარტიის“ ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ ჟურნალისტებს კოსტავას ქუჩაზე  იმ ტერიტორიის დატოვება მოთხოვა, სადაც ოპოზიცია აქციას მართავს. გაჩეჩილაძის მოთხოვნას წინ უსწრებდა ინციდენტი, რომელიც მომიტინგეებსა და ჟურნალისტებს შორის მოხდა. აქციაზე მყოფი ერთი პირი ცუდად გახდა, რის გამოც სასწრაფო დახმარების მანქანა გამოიძახეს, რომლის მოსვლის შემდეგაც ჟურნალისტებმა გადაღება დაიწყეს. მომიტინგეებმა დაიწყეს ყვირილი „რას იღებთ, რა არის აქ გადასაღები“.  მომიტინგეები აგინებდნენ ჟურნალისტებს და ეძახდნენ „შიზოიდებსა და ავადმყოფებს“. ინციდენტის დროს ფიზიკურად ეხებოდნენ „აიტივის“ ჟურნალიტს. დაზიანებულია „აიტივის“ ვიდეოკამერა.  ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ  დილით დააყენებს საკითხს, რათა ჟურნალისტებმა აკრედიტაციის გარეშე ვერ შეძლონ აქციის შემოსაზღვრულ ტერიტორიაზე შესვლა.  მან ჩამოთვალა ტელეკომპანიები, რომლებიც იქ იმყოფებიან („რუსთავი 2“, „იმედი“, „აიტივი“, „ რეალტივი“, „აჭარის ტელევიზია“ და „პირველი არხი“). კოსტავას ქუჩა ჟურნალისტებს არ დაუტოვებიათ. აქციის მონაწილე, რომელიც ცუდად გახდა, სასწრაფო დახმარების მანქანამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

01.11:  ნეტგაზეთი, თბილისი: სახალხო კრების ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოსტავას ქუჩაზე, სადაც მომიტინგეები არიან შეკრებილი, ნეტგაზეთის ჟურნალისტს თაზო კუპრეიშვილს შეხვდა და ბოდიში მოუხადა. კუპრეიშვილს 22 მაისს, გამთენიისას, აქციის დროს, ბურჯანაძის შვილმა მუცელში ჯოხი ჩაარტყა. „მინდა გითხრა, რომ ძალიან ცუდად მოქცეულა[ანზორ ბიწაძე].  თვითონ თქვა, რომ შეიძლება რაღაც მაგდაგვარი მოხდაო, მეგონა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყოო. მე მივალ და პირადად ბოდიშს მოვუხდიო. მე, სხვათა შორის,  იმავე წუთს ვუსაყვედურე, როცა შევამჩნიე,  რომ უხეშად მოიქცა. მას  ჟურნალისტებისადმი ცოტა აგრესია აქვს. ჟურნალისტები ისეთ რაღაცეებს აკეთებენ, არ გაგიკვირდეთ.  მე პირადად  გიხდი მოდიშს და თვითონაც  [ანზორ ბიწაძე], რომ გნახავს, მოგიხდის ბოდიშს. მან იცის, რომ პოლიტიკოსის შვილია და რაღაცეები უნდა მოითმინოს“, უთხრა ბურჯანაძემ ნეტგაზეთის ჟურნალისტს.

01.02 ნეტგაზეთი, თბილისი. კოსტავას  ქუჩაზე, სადაც წარმომადგენლობითი სახალხო კრება მესამე დღეა მართავს საპროტესტო აქციას, ამ დროისთვის 500–მდე მომიტინგე დარჩა. მომიტინგეებთან ერთად იმყოფებიან კრების ლიდერები: ნინო ბურჯანაძე, ნონა გაფრინდაშვილი, გია ბურჯანაძე.  სხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა კოსტავას ქუჩა ორი საათის წინ დატოვეს. შეგახსენებთ, წარმომადგენლობითი სახალხო კრების  აქციას დღეს „ქართული პარტია“ და „დემოკრატიული საქართველო“ შეუერთდნენ,  რომელთა ლიდერებიც ლევან გაჩეჩილაძე, სოზარ სუბარი, ეროსი კიწმარიშვილი,  კახა კუკავა და სხვები აქციაზე გამოჩნდნენ და მომიტინგეებს სიტყვებით მიმართეს.

წარმომადგენლობითმა  სახალხო კრებამ თბილისსა და ბათუმში საპროტესტო აქციები პრეზიდენტის გადაგომის მოთხოვნით 21 მაისს დაიწყო.  აქციის ორგანიზატორები  აცხადებენ, რომ 25 მაისს „დაასრულებენ საკააშვილის რეჟიმის“.  ბათუმში დღეიდან აქციები აღარ გაიმართება და როგორც „სახალხო კრების“ ადგილობრივი ლიდერები აცხადებენ, ისინი თბილისში შეუერთდებიან მომიტინგეებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი