ახალი ამბები

ბაბუშერაში დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში

4 მარტი, 2016 • 1867
ბაბუშერაში დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამებაში

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას დაღუპული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

დაღუპულების ოჯახის წევრებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა, დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიუსამძიმრეს.

სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთიდან გადმოსვენებული 10 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი 5 მარტს, 12:00 საათზე, გაიმართება. მებრძოლებს სამებიდან 14:00 საათზე გამოასვენებენ. მათ დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით 15:00 საათზე დაკრძალავენ.

4 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ბაბუშერაში დაღუპული კიდევ 10 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული, რომლებიც უკვე ოჯახის წევრებს გადასცეს.

2010 წელს წითელი ჯვრის ეგიდით შეიქმნა ორმხრივი საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც 1992-1993 წლებში ქართულ–აფხაზური კონფლიქტის შედეგად უგზო–უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებს სწავლობს. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდა ბაბუშერას ძმათა სასაფლაოს გახსნა და ცხედრების ექსჰუმაცია.

ბაბუშერას ძმათა სასაფლაოზე სამარხის გახსნის შემდეგ, იდენტიფიცირების მიზნით, ნეშტები ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადმოასვენეს. საქართველოში ჩატარებული გენეტიკური პროფილები ხორვატიაში, ზაგრების უნივერსიტეტის დნმ ლაბორატორიაში გაიგზავნა. ამ ეტაპზე სულ იდენტიფიცირებულია 31 ნეშტი, აცხადებს სამინისტრო.

სოზარ სუბარი, გიორგი კვირიკაშვილი და თინა ხიდაშელი

12795192_228800560798309_7229850486149953864_o

12828364_1153160884716652_8413606014037274759_o

12828336_1153160324716708_6429746588326101790_o

12819213_228800434131655_4546598452780452077_o

12828476_1153160311383376_2283928929510357298_o

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი