14 აგვისტოს, აფხაზეთის ომის დაწყებიდან 34 წელი გავიდა.

ომი აფხაზეთში, რომელიც 1992-1993 წლებში, 13 თვეს გაგრძელდა,  საქართველოს სამთავრობო ჯარებს, რუსულ სამხედრო შენაერთებსა და სეპარატისტულად განწყობილ ეთნიკურ აფხაზთა ერთ ნაწილს შორის მიმდინარეობდა.

საომარი მოქმედებები 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.

სხვადასხვა მხარის ოფიციალური მონაცემებით, კონფლიქტის შედეგად დაიღუპა 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი ქართველი და 4 ათასი აფხაზი. ასევე 2 ათასი მოხალისე მებრძოლი ჩრდილოეთ კავკასიიდან. 300 ათასზე მეტი ადამიანი კი დევნილად იქცა.