კოსტავას ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის დროს სახალხო კრების ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილმა ნეტგაზეთის ჟურნალისტ თაზო კუპრეიშვილს მუცელში ჯოხი ჩაარტყა.  ჟურნალისტმა ბურჯანაძეს კომენტარი სთხოვა კოსტავას გამზირზე გამთენიისას მომხდარი ინციდენტის შემდეგ. „კომენტარი იმათ კითხე, ეგერ“ უთხრა ბურჯანაძემ ჟურნალისტს და პოლიციისკენ მიუთითა.

„ის გადაიღე, ეგერ“, – მითხრა ბურჯანაძის შვილმა და პოლიციისკენ მიმანიშნა, ამ დროს კი დროშის ტარი, რომელსაც დროშა არ ჰქონდა, მუცელში ჩამარტყა“, – ამბობს კუპრეიშვილი.

ეს ინციდენტი ვიდეოზეა გადაღებული.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *