შეტაკება მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის[video]

[სრული ვერსია]. მოხუცი ქალი დაშავდა კოსტავას ქუჩაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის  მომხდარი შეტაკების დროს. მოვლენების ამსახველ ვიდეომასალას ნეტგაზეთი რამდენიმე წუთში შემოგთავაზებთ.

სრული ვერსია:

მოხუცი ქალი დაშავდა კოსტავას ქუჩაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცავებს შორის  მომხდარი შეტაკების დროს. მოვლენების ამსახველ ვრცელ, 11- წუთიან ვიდეომასალას ნეტგაზეთი რამდენიმე საათში შემოგთავაზებთ.

არეულობა  07.45 წუთზე მას შემდეგ  დაიწყო, რაც კოსტავას ქუჩაზე ავტომანქანა “ფოლკსვაგენი” შევიდა, რომელშიც პოლიციის ფორმიანი პირები ისხდნენ. მომიტინგეები ყვირილით შემოეხვივნენ გარს ავტომანქანას და  პლასტმასის ჯოხებით, რომლებსაც მანამდე დროშები ჰქონდა, ავტომანქანას დარტყმა დაუწყეს. ჩაამსხვრიეს მინები, დააზიანეს მანქანა და ჯოხებს ურტყამდნენ შიგნით მსხდომებს, ასევე, ცდილობდნენ მათი მანქანიდან გადმოყვანას.

ავტომანქანამ მოახერხა დაეტოვებინა ტერიტორია, რის შემდეგაც სასტუმრო „ჰოლიდეი ინ“ –ის მხრიდან წამოვიდნენ სპეცრაზმელები, რომლებმაც მომიტინგეებს რეზინის ტყვიები დაუშინეს და გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. მომიტინგეებმა გმირთა მოედნისკენ დაიხიეს, რის შემდეგაც მათ მოუწოდეს შეფიცულთა რაზმის წევრებმა, რომ არ დაეტოვებინათ ტერიტორია.

ინციდენტის დროს ნინო ბურჯანაძე  კოსტავას ქუჩაზე არ იმყოფებოდა, მან საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმდებარე ტერიტორია გამთენიისას, დაახლოებით 07.00 საათისთვის, დატოვა.

შეტაკების დროს დაშავებული
შეტაკების დროს დაშავებული

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თაზო კუპრეიშვილი