ახალი ამბები

საზოგადოებრივ მაუწყებელთან სპეცნაზია მობილიზებული

21 მაისი, 2011 • • 1121
საზოგადოებრივ მაუწყებელთან სპეცნაზია მობილიზებული

ნეტგაზეთის ჟურნალისტის ინფორმაციით, სპეცნაზი, რომელიც აქამდე საზოგადოებრივ მაუწყებელთან ახლოს მყოფ პოლიციის შენობასთან იყო მობილიზებული, ამჟამად იმყოფება საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის უკან.

საზოგადოებრივ მაუწყებელთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნინო ბურჯანაძემ პირველი მოთხოვნა გააჟღერა. მან განაცხადა, რომ სახალხო კრების მოთხოვნაა, საღამოს რვა საათზე, ს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა სახალხო კრებას ეთერი დაუთმო. ამ წუთებში სამართალდამცავები მობილიზებული არიან საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში და ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის უკანა მხარეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი