ახალი ამბებიკინოხელოვნება

როულინგის წიგნი ჯადოსნურ არსებებზე სამ ფილმად გამოვა

2 მარტი, 2016 • 1889
როულინგის წიგნი ჯადოსნურ არსებებზე სამ ფილმად გამოვა

ჰარი პოტერის ავტორის, ჯ.ქ. როულინგის თქმით, მისი კიდევ ერთი წიგნის, “ჯადოსნური არსებები და სად ვიპოვოთ ისინი” (Fantastic Beasts and Where to Find Them) ეკრანიზაცია 3 ნაწილად დაიყოფა. პირველი მათგანის პრემიერა შემოდგომით შედგება. მწერალმა გულშემატკივრებს ახალი ამბავი სოციალურ ქსელში შეატყობინა.

კინოსტუდია Warner Bros ფილმის ეკრანიზაციის პირველ ნაწილზე უკვე მუშაობს. მასში მთავარი პერსონაჟის, ნიუტ სკამანდერის როლს ოსკაროსანი ბრიტანელი მსახიობი ედი რედმეინი ასრულებს. მოვლენები ჰარი პოტერის თავგადასავლამდე 70 წლით ადრე ვითარდება და ახალგაზრდა ჯადოქარზე მოგვითხრობს, რომელიც ჯადოსნურ არსებებს ეძებს.

ჯადოსნური სამყაროს შესახებ პირველი წიგნი როულინგმა ჯერ კიდევ 1997 წელს დაბეჭდა. ფანტასტიკის ჟანრის წიგნების სერია 73 ენაზე ითარგმნა და 8 ფილმად იქცა. ფილმების საერთო შემოსავალმა $1.155 მილიარდი შეადგინა. პოტერის ბრენდი კი ამჟამად 15 მილიარდადაა შეფასებული. ზაფხულში ჰარი პოტერის თემაზე შექმნილი სპექტაკლის პრემიერაც იგეგმება.

მასალების გადაბეჭდვის წესი