ახალი ამბებიხელოვნება

“ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” – როულინგის ახალი წიგნი ზაფხულში გამოვა

11 თებერვალი, 2016 • 10901
“ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” – როულინგის ახალი წიგნი ზაფხულში გამოვა

ბრიტანელი მწერალი, ჯ.კ. როულინგი ჰარი პოტერის კიდევ ერთ თავგადასავალს გამოსცემს. როგორც Pottermore იუწყება, ამბის მე-8 ნაწილი წიგნად 2016 წლის ზაფხულში, 31 ივლისს გამოვა.

“ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი” (Harry Potter and the Cursed Child – part I, II) 30 ივლისს ლონდონის თეატრში სპექტაკლად დაიდგმება. იმ ფაქტმა, რომ სპექტაკლზე დასწრებას ყველა ვერ შეძლებს, პოტერის გულშემატკივრები გაანაწყენა, ამიტომ ავტორმა გადაწყვიტა სპექტაკლის სცენარი კიდევ ერთ წიგნად აქციოს.

ცნობილი ჯადოქრის თავგადასავალი ახლა უკვე მისმა ვაჟმა, ალბუსმა უნდა გააგრძელოს. ამბავი “სიკვდილის საჩუქრებიდან” 19 წლის შემდეგ ვითარდება.

ჯადოსნური სამყაროს შესახებ პირველი წიგნი როულინგმა ჯერ კიდევ 1997 წელს დაბეჭდა. ფანტასტიკის ჟანრის წიგნების სერია 73 ენაზე ითარგმნა და 8 ფილმად იქცა. ფილმების საერთო შემოსავალმა $1.155 მილიარდი შეადგინა. პოტერის ბრენდი კი ამჟამად 15 მილიარდადაა შეფასებული.

მასალების გადაბეჭდვის წესი