ლეონარდო დიკაპრიომ ოსკარი მიიღო – გამარჯვებულთა სრული სია

ოსკარის დაჯილდოების 88-ე ცერემონიაზე გამარჯვებულები გამოავლინეს. წლის ფილმი რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული დრამა “ყურადღების ცენტრში” გახდა. საუკეთესო რეჟისორად ალეხანდრო ინარიტუ დასახელდა ფილმისათვის “რევენანტი”, ხოლო ლეონარდო დიკაპრიომ მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ პირველი ოსკარი მიიღო. ამავე კატეგორიაში საუკეთესო ქალ მსახიობად ბრი ლარსონი დაასახლეს. ოსკარის ყველაზე მეტი ჯილდო წელს ჯორჯ მილერის შეშლიმა მაქსმა დაიმსახურა.

გამარჯვებულთა სია ასე გამოიყურება:

საუკეთესო ორიგინალური სცენარი: ყურადღების ცენტრში
საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: დიდი შემცირება
საუკეთესო მსახიობი ქალი მეორეხარისხოვან როლში: ალისია ვიკანდერი
საუკეთესო კოსტუმების დიზაინი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო მხატვრობა: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი: ემანუელ ლუბეცკი
საუკეთესო მონტაჟი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო ხმის რეჟისურა: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო ხმის მონტაჟი: შეშლილი მაქსი:მრისხანების გზა
საუკეთესო ვიზუალური სპეცეფექტები: ექს-მაქინა
საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაცია: დათვის ისტორია
საუკეთესო ანიმაციური ფილმი: თავდაყირა
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი მეორეხარისხოვან როლში: მარკ რილენსი
მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: გოგონა მდინარეში, მიტევების ფასი
სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი: ემი
საუკეთესო მოჟლემეტრაჟიანი ფილმი: ენაბლუ (Stutterer)
საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი: საულის შვილი
საუკეთესო ორგინალური მუსიკა: ენიო მორიკონე
საუკეთესო სიმღერა ფილმისათვის: Writing on the Walls – სემ სმიტი
საუკეთესო რეჟისორი: ალეხანდრო ინარიტუ
საუკეთესო ქალი მსახიობი: ბრი ლარსონი
საუკეთესო მამაკაცი მსახიობი: ლეონარდო დიკაპრიო

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი