ახალი ამბები

ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა

28 მარტი, 2022 • 3485
ოსკარების დაჯილდოებაზე უილ სმიტმა კრის როკს სახეში გაარტყა

ოსკარების 94-ე დაჯილდოებაზე მსახიობმა უილ სმიტმა ცერემონიალის წამყვან კრის როკს სახეში ხელი დაარტყა. ამას წინ უძღოდა კრის როკის ხუმრობა უილ სმიტის ცოლთან დაკავშირებით.

კერძოდ, კომედიანტმა სმიტის ცოლი ჯადა პინკეტ სმიტი G.I Jane-ს [ჯარისკაცი ჯეინი] შეადარა, სადაც მსახიობ დემი მურს როლისთვის თმა აქვს გადაპარსული. როკმა თქვა, რომ ერთი სული აქვს, როდის იხილავს პინკეტ სმიტს “GI Jane 2-ში”. საქმე ის არის, რომ ჯადა პინკეტს აქვს დაავადება, რომლის გამოც თმები სცვივა.

ამ ხუმრობის შემდეგ უილ სმიტი სცენაზე ავიდა და კრის როკს სახეში დაარტყა, შემდეგ საკუთარ სავარძელზე დაბრუნდა და გაბრაზებულმა მიმართა კრის როკს, რომ მისი ცოლის სახელი აღარ ეხსენებინა.

მოგვიანებით უილ სმითი  საუკეთესო კაც მსახიობად დასახელდა, ფილმ “მეფე რიჩარდში” შესრულებული როლისთვის. სიტყვით გამოსვლისას კი მან საკუთარი საქციელისთვის ბოდიში მოუხადა საზოგადოებას და აკადემიას.

გამოცემა Variety-ის ინფორმაციით, კრის როკმა უილ სმიტის წინააღმდეგ პოლიციაში განაცხადის გაკეთებაზე უარი თქვა, შესაბამისად, აღნიშნულ ინციდენტზე გამოძიება არ დაწყებულა.

ოსკარი 2022 – გამარჯვებულების სია

მასალების გადაბეჭდვის წესი