იუსტიციის სასწავლო ცენტრში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა შერჩევის მიზნით გასაუბრებები დაიწყო. სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს წარმომადგენელი მოსამართლის კანდიდატურებს სპეციალურად ან მიზნისთვის შექმნილი სამთავრობო კომისია გასაუბრების გზით შეარჩევს.
კომისიის წევრები არიან: იუსტიცის მინისტრი თეა წულუკიანი; საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ხათუნა თოთლაძე; მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე; მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე მამუკა ვასაძე; პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტერის თავმჯდომარე ეკა ბესელია; პარლამენტის იურიდიყლ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე; უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე მზია თოდუა; სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი; ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენელი ზაზა ხატიაშვილი; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანი ირაკლი ბურდული; კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” წარმომადგენელი ანა ნაცვლიშვილი.
კომისია იმ 12 კანდიდატს გაესაუბრება, რომლებმაც შერჩევის წინა ორი ეტაპი წარმატებით გაიარეს. გასაუბრების შემდგომ სამთავრობო კომისია მთავრობას ხუთ კანდიდატს წარუდგენს, რომელთაგან მთავრობა სამ კანდიდატს შეარჩევს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წინაშე წარსადგენად. ასამბლეაზე კენჭისყრა შემოდგომაზე გაიმართება.
დღეს გასაუბრებას გადიან შემდეგი კანდიდატები: ირაკლი ათეიშვილი, გიორგი ბადაშვილი, ალექსანდრე ბარამიძე, ევა გოცირიძე, ანა დოლიძე, კონსტანტინე კორკელია, ნიკოლოზ ლეგაშვილი, ნონა მჭედლიძე, გიორგი პაპუაშვილი, ნინო პეპანიშვილი, მაკა სტივენსონი, ლუიზა ხითარიშვილი.
გასაუბრებამდე მოსამართლეობის მსურველებმა უკვე გაიარეს შერჩევის 2 ეტაპი. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი 47-მა კანდიდატმა გამოთქვა, რომელთაგან 13 კანდიდატი შეირჩა წარმოდგენილი საბუთების მიხედვით. მათ ჩაუტარდათ ტესტირება ევროპის საბჭოს ერთ-ერთი ოფიციალური ენის (ინგლისური ან ფრანგული) ცოდნის დონის შესამოწმებლად. ტესტირებაზე გამოცხადებული 12 პრეტენდენტიდან კომპეტენციის საჭირო ზღვარი ყველა მათგანმა გადალახა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 კანდიდატიდან ერთ-ერთს ევროპის საბჭო 2016 წლის შემოდგომაზე აირჩევს.
სტრასბურგის სასამართლოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურის შესარჩევად შექმნილი სპეციალური სამთავრობო კომისიის შემადგენლობაში არიან აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სამთავრობო ხელისუფლებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური წრეები წარმომადგენლები.