ახალი ამბები

ანონსი – 24 თებერვალი

23 თებერვალი, 2016 • 1166
ანონსი – 24 თებერვალი

10:00 საათზე, დედაქალაქის მთავრობის სხდომა გაიმართება მის:თბილისის მერია(ჟ.შარტავას N7).

10:30 საათზე სს „მინასა“ (ქსანი) და შპს „საქნახშირი ჯი-აი- ჯი ჯგუფში“ (ტყიბული) მიმდინარე შრომით დავებსა და გაფიცვასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია ბრიფინგს გამართავს. მის: ჯანდაცვის სამინისტრო-წერეთლის 144

11:00 საათზე საკრებულოში ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა-თბილისი“ თავმჯდომარე ირაკლი აბესაძე, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

11:00-ზე “პირველ პრესკლუბში” “ახალი მემარჯვენეების” პოლიტიკური მდივანი მანანა ნაჭყებია ბრიფინგს გამართავს. თემები: იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესები, გოგი თოფაძის განცხადება და “რესპუბლიკურ” პარტიასა და “მრეწველებს” შორის დაპირისპირება, სხვა მიმდინარე საკითხები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული,.

11:30–ზე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ნუკრი ქანთარია მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და პოლიტსაბჭოსთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს, მათ შორის ისაუბრებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესებსა და “რესპუბლიკურ” პარტიასა და “მრეწველებს” შორის დაპირისპირებაზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული.

12:00 საათზე ადამიანის უფლებათა ცენტრი გიწვევთ ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ანგარიშის – „რელიგიური უმცირესობის კულტურული მემკვიდრეობის მდგომარეობა საქართველოში“ პრეზენტაციაზე

12:00 საათზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი და ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“ გიწვევთ ანალიტიკური ანგარიშის პრეზენტაციაზე: ჰიბრიდული ომი და ევრო-ატლანტიკური სივრცის უსაფრთხოების ლანდშაფტის ცვლილება პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგები; ადგილი: სასტუმრო თბილისი რუმსი, ცენტრალური დარბაზი. მის.: მერაბ კოსტავას # 14.

12:00-ზე საკრებულოს ფრაქცია „გაერთიანებული დემოკრატების“ თავმჯდომარე ზაზა ვეკუა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: სტრუქტურული ცვლილებები თბილისის მერიაში და მიმდინარე საკითხები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში ასოციაცია ,,მომავლის იმედის” ხელმძღვანელი, რეპროდუქციული ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრის დამფუძნებელი თამარ ხაჭაპურიძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების საზღვარზე გადაყვანის კანონპროექტის ნაკლოვანებები.

12:30 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში მოძრაობა ეროვნულების ლიდერი სანდრო ბრეგაძე პრესკონფერენციას გამართავს თემა: სანდრო ბრეგაძე რესპუბლიკელების წინააღმდეგ; პარლამენტს ათდღიან ვადას აძლევს, რათა პარლამენტმა კონსტიტუციაში შეიტანოს ცვლილება ოჯახის განმარტების შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში შიმშილობის დაწყებას გეგმავს.

 

13:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის და მისი წევრები: ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენელი სოფო ბერძეული და სამართლიანი არჩევნების წარმომადგენელი ნინო ლომჯარია გამართავენ პრესკონფერენციას თემაზე: სასამართლოში მიმდინარე პროცესები, მოსამართლეთა გამოცდების სკანდალი და მამუკა ახვლედიანის გადაყენება.

16:00 საათზე თბილისის მთავარი ბიბლიოთეკა გიორგი ზანგურის პოეზიის საღამოს უმასპინძლებს. ამ ღონისძიებით ჩვენ ვუერთდებით წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს მის: გ.ტოვსტონოგოვის ქ.2

18:30-ზე საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართება პროექტის – „წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე“ – დასკვნითი ღონისძიება, რომელზეც მოწვეული ავტორები: ეკატერინე ტოგონიძე, პაატა შამუგია და ტორესა მოსი, საჯაროდ წაიკითხავენ თავიანთ ნაწარმოებებს და წიგნიერების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ. თბილისში წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე აღინიშნება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი