ახალი ამბებიკომენტარი

იუნისეფი შსს-ს პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

23 თებერვალი, 2016 • 2123
იუნისეფი შსს-ს პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების დაჩქარებისკენ მოუწოდებს

გაეროს ბავშვთა ფონდმა დღეს, 23 თებერვალს, განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით.

“გაეროს ბავშვთა ფონდი (იუნისეფი) შეშფოთებულია არასრულწლოვანთა მიმართ არასათანადო მოპყრობის შესაძლო ფაქტებით, რომლებსაც, სახალხო დამცველის აპარატის თანახმად, ადგილი ჰქონდა თერჯოლის პოლიციის განყოფილებაში 2015 წლის დეკემბერში. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით გამოძიების პროცესს.

ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „არც ერთი ბავშვი შეიძლება იყოს წამების, სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან სასჯელის მსხვერპლი“ (მუხლი 37 ა., ბავშვის უფლებათა კონვენცია). ამავე უფლებებს უზრუნველყოფს სხვა საერთაშორისო და რეგიონალური შეთანხმებები, რომლებიც ხელმოწერილი და რატიფიცირებულია საქართველოს მიერ.

შესაბამისად, საქართველოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი მოითხოვს ბავშვებთან მომუშავე მართლმსაჯულების სისტემის პროფესიონალთა, მათ შორის პოლიციელთა სპეციალიზაციას.

იუნისეფი აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ სამუშაოს არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე პოლიციელთა გამოყოფის და გადამზადების მხრივ და, ამავე დროს, მოუწოდებს სამინისტროს, დაუყონებლივ გადადგას საჭირო ნაბიჯები პოლიციელთა სპეციალიზაციის პროცესის გაძლიერების დადაჩქარების მიზნით და უზრუნველყოს ხარისხის კონტროლისა და ეფექტური მეთვალყურეობის მექანიზმი.

იუნისეფი, სხვა დონორებთან და ადგილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობით, ეხმარება საქართველოს მთავრობას არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმაში და სურვილს გამოთქვამს, გააგრძელოს ყველა პარტნიორის მხარდაჭერა ბავშვის უფლებათა კონვენციის და სხვა საერთაშორისო შეთანხმებების თანახმად”, – წერია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი