ახალი ამბები

დააკავეს დედა, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა – პროკურატურა

28 თებერვალი, 2026 •
დააკავეს დედა, რომელიც 11 წლის შვილს ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა – პროკურატურა

დააკავეს დედა, რომელსაც საკუთარი შვილის შრომითი ექსპლუატაცია ედება ბრალად. საუბარია 11 წლის ბავშვზე, რომელაც 2023 წლიდან დედა ქუჩაში მოაწყალების თხოვბას აიძულებდა. პროკურატურის ინფორმაციით, ბავშვის მიერ შეგროვებულ თანხას მშობელი თავად ისაკუთრებდა.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 11 წლის არასრულწლოვანი შვილი სარგებლის მიღების მიზნით გადაიბირა და 2023 წლიდან შრომით ექსპლუატაციას უწევდა.

ბრალდებული შვილს, ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, შეგროვილ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.

ბრალდებული ყოველდღიურად უწესებდა არასრულწლოვანს შესაგროვებელი თანხის ოდენობას. თანხის შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ასევე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, არასრულწლოვანს მოწყალების თხოვნის შეწყვეტის და სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა”, – აცხადებენ როკურატურაში.

უწყებამ ალს ბრალი წარუდგინა სსკ-ის 143 სეკუნდა მუხლის მე-2 ნაწილის ბ და მე-3 ნაწილის ბ და ე ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს არასრულწლოვნის გადაბირებას ექსპლუატაციის მიზნით, ჩადენილს იძულებით და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ქალს 17 წლამდე პატიმრობა ელის.

მასალების გადაბეჭდვის წესი