ახალი ამბები

გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს

22 თებერვალი, 2016 • 3040
გიორგი ებანოიძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობას შეასრულებს

იუსტიიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს ინფორმაციას თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, მამუკა ახვლედიანის შემცვლელის დანიშვნის შესახებ. საბჭოს ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულება დაეკისრა ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარეს, 35 წლის გიორგი ებანოიძეს.

გიორგი ებანოიძე ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში – 1999-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სხდომის მდივნად. 27 წლის ასაკში (2007-2008 წლები) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ბიუროს უფროსად.

მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას გიორგი ებანოიძე პირველად შეუდგა 2008-2009 წლებში, დმანისის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე.

ეკა არეშიძე

ეკა არეშიძე

ყოფილი თავმჯდომარე, მამუკა ახვლედიანი პარალელურად საქალაქო სასამართლოში სისხლის სამართლის კოლეგიის თავმჯდომარეც იყო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, ამ მოვალეობას   42 წლის ეკა არეშიძე შეასრულეს. ეკა არეშიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლედ 2006 წლიდან მუშაობს.  ის იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2016 წლის 12 თებერვალს  ხელახლა დანიშნა მოსამართლედ.

 

მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ დისციპლინური დევნა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, ნინო გვენეტაძის მიმართვის საფუძველზე 2016 წლის თებერვალში დაიწყო. თუმცა დღეს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სულ სხვა მიზეზით გადააყენა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი