ახალი ამბები

უსუფაშვილი: კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება

19 თებერვალი, 2016 •
უსუფაშვილი: კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგვარდება

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ “მრეწველებსა” და “რესპუბლიკელებს” შორის არსებული დაპირისპირება კოალიციურ რეჟიმში მოსაგვარებელია:

“მე არ მგონია, რომ რაიმე პრობლემა არის რესპუბლიკელებსა და მრეწველებს შორის, ეს ასე არ არის. არის საკითხები  კოალიციურ რეჟიმში მოსაგვარებელი და გადასაწყვეტი და მე დარწმუნებული ვარ, რომ კოალიციურ რეჟიმში ყველაფერი მოგავარდება და გადაწყდება,  ისე როგორც ეს დღემდე არაერთხელ მომხდარა და გადაყწვეტილა ქვეყნის სასარგებლოდ, არა რომელიმე პარტიის, თუ რომელიმე პირის სასარგებლოდ. ”

18 თებერვალს საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა.

“მან [ხიდაშელმა] მომაყენა შეურაცხყოფა და ამაზე გავეცი პასუხი. მას თუ მიაჩნია, რომ მე რამე ტყუილი ვთქვი, მე გავიმეორებ: მან დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა ჩვენ, იმიტომ, რომ ხალხის ნდობა კოალიციამ დაიმსახურა ამ არჩევნებით, დაინახა, რომ თურმე შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული არჩევნები. მან თავის ქცევით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაგვიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

თუმცა, საუბრისას თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა, ან რომელი კანონის კონკრეტულად რომელი მუხლი დაარღვია ხიდაშელმა.

დღეს, მას ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თოფაძის ადგილი არც პოლიტიკაშია და არც ბიზნესში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი