ახალი ამბები

ბერძენიშვილი: თოფაძის ადგილს პოლიტიკაში და ბიზნესში ვერ ვხედავ

19 თებერვალი, 2016 • 1229
ბერძენიშვილი: თოფაძის ადგილს პოლიტიკაში და ბიზნესში ვერ ვხედავ

“რესპუბლიკური პარტიის” ფრაქციის წევრი ლევან ბერძენიშვილი გოგი თოიფაძის მიერ ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თოფაძის ადგილი არც პოლიტიკაშია და არც ბიზნესში:

,, არ ვაკადრებ იმას რაც ეკუთვნის და მისი შეურაცხყოფა ძალიან გამიჭირდება, რადგან რაც უნდა ვთქვა, იმაზე ნაკლები იქნება,ვიდრე  რაც ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, მე მისი ბედი არ მაღელვებს, რადგან მე ვერ ვხედავ მას პოლიტიკაში საერთოდ. ლევან ბერძენიშვილი, გოგი თოფაძეს საერთოდ ვერ ვხედავ ვერც პოლიტიკაში და ვერც ბიზნესში იმიტომ, რომ მან დაარღვია ადამიანობის ყველა წესი. არ ვიცი ვისი თხოვნით, ვისი დავალებით”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნება – მრეწველების” თავმჯდომარემ გოგი თოფაძემ ტელეკომოანია “იბერიას” ეთერში განაცხადა, რომ თინა ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნებში ჩაერია და ამით კოალიცია დააზიანა.

“მან [ხიდაშელმა] მომაყენა შეურაცხყოფა და ამაზე გავეცი პასუხი. მას თუ მიაჩნია, რომ მე რამე ტყუილი ვთქვი, მე გავიმეორებ: მან დაარღვია კანონი და შეგვარცხვინა ჩვენ, იმიტომ, რომ ხალხის ნდობა კოალიციამ დაიმსახურა ამ არჩევნებით, დაინახა, რომ თურმე შეიძლება საქართველოში ჩატარდეს ჩვეულებრივი, დემოკრატიული არჩევნები. მან თავის ქცევით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაგვიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე,”– განაცხადა გოგი თოფაძემ.

თუმცა, საუბრისას თოფაძეს არ დაუკონკრეტებია, თუ რა ნაწილში დაირღვა კანონმდებლობა, ან რომელი კანონის კონკრეტულად რომელი მუხლი დაარღვია ხიდაშელმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი