ახალი ამბები

ძლიერმა ქარმა თელავში სახლებს სახურავი გადახადა, ხოლო თბილისში ხე მოგლიჯა

18 თებერვალი, 2016 • 1704
ძლიერმა ქარმა თელავში სახლებს სახურავი გადახადა, ხოლო თბილისში ხე მოგლიჯა

თბილისში, თამარაშვილის ქუჩის 21 ნომერში, ძლიერმა ქარმა  ხე მოგლიჯა, რომელიც ახლოს მდგარ ავტომობილებს დაეცა. 

საგანგებო სიტუაციების სააგენტოს ცნობით, ხე 4 მანქანა დაეცა და დააზიანა, ხოლო დაშავებული არავინაა.

ძლიერმა ქარმაა დააზიანა საცხოვრებელი სახლები თელავში, სააგენტოს ცნობით,  რამდენიმე სახლს ქარმა სახურავი გადახადა. 112-ზე კახეთში ათამდე გამოხაზება დაფიქსირდა. ქარს თელავში სმხვეროლი არ მოჰყოლია.

კახეთის რწმუნებულ-გუბერნატორმა ირაკლი შიოლაშვილმა “რუსთავი 2”-ს განუცხადა, რომ ქარმა 600 კვ.მ დააზიანა.

“ორ საცხოვრებელ კორპუსზე არის გადახდილი ჭერი და ერთ საცხოვრებელ სახლზე. მასშტაბი არის დაახლოებით 600 კვადრატული მეტრი. ადგილობრივ თვითმმართველობას აქვს შესაბამისი რეზერვი, რომ სტიქიის ლიკვიდაცია მოახდინოს.

გარემოს სააგენტოს ცნობით, აღმოსავლეთ საქართველოსა და დასავლეთ ზოგიერთ რაიონებში დასავლეთის მიმართულების ქარი ქრის. ქარი ძლიერია თბილისში, კახეთში, ახალციხესა და თიანეთში. ხოლო, გუადაური-კობის მონაკვეთზე ქარბუქის გამო მოძრაობა შეზღუდულია.

გარემოს სააგენტოს ცნობით, ქარი 17-18 საათიდან შესუსტდება, ხოლო, ხოლო ღამის მონაკვეთში ქარი ჩადგება.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი