ახალი ამბები

ჯანელიძემ და ჩავუშოღლუმ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს

17 თებერვალი, 2016 • 1329
ჯანელიძემ და ჩავუშოღლუმ სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ თურქ კოლეგასთან რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაზე ისაუბრა.

სააგრეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ჯანელიძესა და მევლუთ ჩავუშოღლუს ისაუბრეს ორი ქვეყნის საერთო ძალისხმევაზე, რომელიც მიმართულია რეგიონული სატრანსპორტო და ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებისკენ.

აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ახლო მომავალში ამოქმედების მნიშვნელობა და სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის რეალიზაცია, აცხადებს სამინისტრო.

„აღსანიშნავია ჩვენი მჭიდრო ურთიერთქმედება სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის განხორციელების პროცესში. ასევე, მნიშვნელოვნად გვესახება თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავება ჩვენს პარტნიორებთან ცენტრალურ აზიაში, კასპიის ენერგორესურსების დამატებითი მოცულობების დასავლეთისაკენ ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად. ჩვენი ქვეყნების სტრატეგიული მდებარეობისა და სატრანზიტო პოტენციალის გათვალისწინებით, ცხადია, დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ევროპა-აზიის დამაკავშირებელი სატრანსპორტო დერეფნის შეუფერხებელ ფუნქციონირებას“, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ ამ სფეროში არსებობს ურთიერთობათა გაღრმავების მნიშვნელოვანი პოტენციალი, აცხადებს სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მევლუთ დავითოღლუმ ისაუბრა იმაზე, რომ თურქეთი დაინტერესებულია საქართველოდან ექსპორტი გაზარდოს.

„ჩვენ სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო განმტკიცება და განვითარება გვსურს. გვინდა რომ გაიზარდოს საქართველოს ექსპორტი თურქეთში და მზად ვართ ამისთვის მაქსიმალური მხარდაჭერა გავუწიოთ საქართველოს“- განაცხადა თურქეთის საგარეო უწყების ხელმღვანელმა.

თურქულმა მხარემ კიდევ ერთხელ გამოხატა საკუთარი მხარდაჭერა საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში, აცხადებს სამინისტრო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრისას მინისტრებმა გაცვალეს ინფორმაცია იმ გამოწვევებთან დაკავშირებით, რომლებიც გავლენას ახდენს გლობალურ უსაფრთხოებასა და სტაბილურობაზე და აღნიშნეს, რომ არსებული კონფლიქტები უნდა დარეგულირდეს მშვიდობიანად, სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების პატივისცემის საფუძველზე.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტი 17 თებერვალს დაიწყო. საგარეო საქმეთა მინისტრის გარდა, იგი სხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს.  

ვიზიტის ფარგლებში მევლუთ ჩავუშოღლუ პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულიმებრძოლების ხსოვნას და გვირგვინით შეამკობს  გმირთა მემორიალს
19 თებერვალს თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტი მონაწილეობას მიიღებს  აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში. მინისტრები ბაქოთბილისიყარსის რკინიგზის მაგისტრალის პროექტის ფარგლებში კარწახის მონაკვეთს მოინახულებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი