ახალი ამბებისაზოგადოება

ჩაღლარის ქსელის ლიცეუმის საჩივარი სააპელაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა

25 აგვისტო, 2020 • 3187
ჩაღლარის ქსელის ლიცეუმის საჩივარი სააპელაციო საბჭომ არ დააკმაყოფილა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის სააპელაციო საბჭომ ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელის სკოლა-ლიცეუმის საჩივარი არ დააკმაყოფილა და სკოლისთვის ავტორიზაციის შეჩერება ძალაში დატოვა. სააპელაციო საბჭომ სკოლა-ლიცეუმის საჩივარი დღეს, 25 აგვისტოს განიხილა.

ავტორიზაცია რუსთავში მდებარე შოთა რუსთაველის სახელობის სკოლა-ლიცეუმს 15 მაისს ავტორიზაციის საბჭომ შეუწყვიტა, რის შემდეგაც სკოლამ აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საბჭოში გაასაჩივრა.

ლიცეუმი ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელის ნაწილი იყო, რომელსაც ბოლო წლებში არაერთი პრობლემა შეექმნა საქართველოში, აღნიშნულს კი წინ უძღოდა თურქული მხარის მძიმე ბრალდებები და მკვეთრად უარყოფითი დამოკიდებულება ქსელის დამფუძნებლებისადმი.

როგორც სკოლის დირექტორმა, ნანა ყანჩაველმა “ნეტგაზეთთან” განაცხადა, სააპელაციო საბჭომ უსამართლო და არაპროფესიონალური გადაწყვეტილება მიიღო. მისივე თქმით, სკოლა გაჩერებას არ აპირებს და სამომავლო ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

ჩაღლარის საგანმანათლებლო ქსელს საქართველოში პრობლემები არაერთხელ შეუქმნეს და ქსელში შემავალი სასწავლო დაწესებულებები დახურეს. დეტალურად წაიკითხეთ აქ: 

საქართველოში “ჩაღლარის” ქსელის კიდევ ერთი სკოლა დახურეს

მასალების გადაბეჭდვის წესი