ახალი ამბები

ანონსი – 17 თებერვალი

17 თებერვალი, 2016 • 1374
ანონსი – 17 თებერვალი

10:00 საათზე თბილისის მთავრობის სხდომა გაიმართება მისამართი: ჟ.შარტავას N7 (თბილისის მერია).

10:30–ზე სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი ლაშა ავალიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: ბრუცელოზის გავრცელება საქართველოში და ბრუცელოზის სტრატეგია; სამომხმარებლო ბაზარზე ჯანსაღი ცხოველური წარმოშობის სურსათი; ცხოველთა ჯანდაცვა და გადამდები ინფექციები. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ოფისში (ზუბალაშვილების 36) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდონარე ზაზა ხატიაშვილი და ადვოკატი ლავრენტი სუხიშვილი გამართავენ პრესკონფერენციას. თემა: პოლიციის თანამშრომლების მიერ, მოქალაქე ნოდარ ტატუნაშვილის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფატი.

11:00-ზე „საქართველოს განვითარების ფონდის“ წარმომადგენელი ხათუნა ლაგაზიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.  თემები:  ამერიკის პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით და იქნება თუ არა გადამწყვეტი საარჩევნო გარემო; საარჩევნო სისტემები; მოსამართლეთა დანიშვნის წესი; მოსალოდნელი ცვლილებები კოალიციაში. მისამართი:  ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2.  საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათი – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ ოფისში თინა ბოკუჩავას პრესკონფერენცია გაიმართება.

11:30-ზე “პირველ პრესკლუბში” “ახალგაზრდა მეცნიერთა და ანალიტიკოსთა დარბაზი – დოქტრინას“ ხელმძღვანელი, ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ზარქუა ბრიფინგს გამართავს. თემა: ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატის მოსმენა, ფინანსთა მინისტრის განცხადება ლარის გამყარებაზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

12:00-ზე “პირველ პრესკლუბში” „ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბას“ ანალიტიკოსი ზურა კუკულაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: “აფბა” ონლაინ კაზინოების რეგულირების კონკრეტულ კონცეფციას წარადგენს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მეორე სართული, საკონტაქტო: ნინო რაზმაძე 595 03 77 22.

12:00 საათზე პრაიმტაიმის პრესკლუბში პრესკომფერენციას გამართავენ დიზაინერი ინგა სარვაძე და მსახიობი ანრი ბიბინეიშვილი. თემა: აქცია-პერფომანსი, მოდა საერთოა, რომელშიც შშმ პირები მიიღებენ მონაწილეობას.

12:00 საათზე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია, C ჰეპატიტის სამკურნალო, რევოლუციურ პრეპარატ ,,ჰარვონს“ კლინიკა ,,ნეოლაბის“ ( ტაშკენტის ქუჩა N47 ) ექიმებს და პაციენტებს წარუდგენს.

12.00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართება საქართველოსა და ყაზახეთის სამთავრობო უწყებების გაფართოებული შეხვედრა, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი და ყაზახეთის ვიცე-პრემიერი ბაკიტჟან საგინტაევი დაესწრებიან.

13:00 საათზე კრწანისის გამგებელი გიორგი კოპალეიშვილი რაიონში მიმდინარე საგზაო სამუშაოებს დაათვალიერებს. მისამართი: ბერძნის ქუჩა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი