ახალი ამბები

პარლამენტში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს უსმენენ

15 თებერვალი, 2016 • 1260
პარლამენტში პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებულ პირებს უსმენენ

პარლამენტის  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარე  და კომიტეტის წევრები , ასევე საკითხით დაიტნერესებული სხვა დეპუტატები  2012 წლის 28 დეკემბერს “ამნისტიის შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე “პოლიტიკური პატიმრის” სტატუსით გათავისუფლებულ პირებს ხვდებიან.

“ყოფილი პოლიტპატიმრების ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ შეწყალების კომისიის საქმეზე ალეკო ელისაშვილის განცხადებები პოლიტიკური პიარის ნაწილია:

“ის ახლართული საუბრები, რომელიც ალეკო ელისაშვილმა ბოლო პერიოდში ქართულ საზოგადოებას შესთავაზა, ვერანაირი მტკიცებულებით და ვერანაირი რაიმე გარკვევის გარეშე, თავისთავად, მან გასცა იმ კითხვას პასუხი, რაც საზოგადოებაში არსებობს,  რას ემსახურებოდა მისი ეს დაუსაბუთებელი და უსაფუძვლო ბრალდებები. ეს ემსახურებოდა იმ ახალ პიარს, რომელიც მან გადაწყვიტა დიდ პოლიტიკაში შემოსასვლელად. მას მოწევს უპასუხოს კითხვებს, თუ რა არგუმენტები გააჩნდა, როცა აკეთებდა ამ განცხადებებს.

სხდომას არ ესწრებიან “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის წევრები. ნუგზარ წიკალური ამბობს, რომ ისინი “ეკა ბესელიას მოწყობილ მასკარადში” მონაწილეობას არ მიიღბენ:

“ე.წ. პოლიტიკური პატიმრებიის სიის წევრთა უდიდესი  უმრავლესობა არავითარ კავშირში არ არის პოლიტიკასთან. ამ სიაში არიან ადამიანები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ ნარკოდილერობისათვის, მკვლელობისათვის, სიაში არიან ადამიანები,  რომლებიც რუსეთის დაზვერვის ოფიცრები არიან. ამ ადამიანებთან შეხვედრა ნიშნავს ეკა ბესელიას მიერ მოწყობილ მასკარადში მონაწილეობის მიღებას, ეს მასკარადი მოწყობილია იმისთვისაც, რომ ერთგვარად მოხდეს პარლამენტის წევრთა დაშანტაჟება ამ პოლიტპატიმრებით.”

 

სხდომას ასევე ესწრება პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების დაცვის  საკითხში კახა კოჟორიძე:

” პრეზიდენტის პიოზიციაა, რომ აუცილებლად უნდა შეიქმნას მექანიზმი,რომელიც პოლიტპატიმარს სამართღლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლებას მისცემს. ასეთი მექანიზმის შექმნა სახელმწიფოს ვალდებულებაა, რომელიც იმედია დაგვიანებით, მაგრამ მაინც შესრულდება,”- აღნიშნავს კოჟორიძე.

ეკა ბესელიას თქმით, ე.წ. პოლიტპატიმრები ღიად იწვევენ ყველა ადამიანს, ვისაც მათი სტატუსის რეალობაში ეჭვი შაქვს:

“წერილობითი თხოვნა მივიღეთ, რომ ერთობლივი საკომიტეტო მოსმენა ჩატარდეს. პოლიტიკური ნიშნით დევნილის სტატუსით გათავისუფლებული პირები ითხოვენ, რომ საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში მოხდეს კონკრეტული არგუმენტების დასახელება და კონკრეტული ფაქტების დასახელება, როგორც ელისაშვილის, ასევე ნაციონალური მოძრაობის იმ წარმომადგენლების მხრიდან, ვინც ამ ადამიანებს უწოდებს არასწორად და არასამართლიანი სტატუსით გათავისუფლებულ პირებს და ეჭვი შეაქვს მათი სტატუსის რეალობაში. ისინი ღიად იწვევენ ყველა ადამიანს, ვინც მათ  მიმართ  გამოთქვამენ ეჭვებს და მზად არიან პირდაპირ ეთრში ისაუბრონ იმ ფაქტებზე, რამაც განაპირობა მათი პოლიტიკური პატიმრობა. მეორე საკითხად აყენებენ იმას,რომ სამართლიანი სასამართლოთი სარგებლობის უფლება შეეზღუდათ თავის დროზე და გარკვეულ საკანონმდებლო ცვლილებებსაც ითხოვენ. მოწვეულები არიან ოპოზიციის ყველა წარმომადგენელი, ამ კომიტეტის წევრები, მათ შორის ისინი, ვისაც აინტერესებს, მოიწვიეს ელისაშვილიც, როგორც ვიცი უარი განაცხადა დასწრებაზე.”

მასალების გადაბეჭდვის წესი