ნეტგაზეთი | ანონსი – 10 თებერვალი ანონსი – 10 თებერვალი – Netgazeti
RU | GE  

ანონსი – 10 თებერვალი

10:00 სთ-ზე,  სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“  საქართველო-ჩეხეთის ბიზნეს-ფორუმი გაიმართება.  ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ჩეხეთის ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრი იან მლადეკი.

10:30–ზე საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი კახა სოფრომაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავს და იუსტიციის საბჭოს ირგვლივ დაკავშირებულ მოვლენებზე3ისაუბრებს. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

11:00 საათზე,  „საქართველოს ახალგაზრდაიურისტთა ასოციაციის“ პროექტის „საარჩევნო კანონმდებლობისგაუმჯობესება“  შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. კონფერენციაზე განხილული იქნება „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციის,“ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისოსაზოგადოების,“ „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ერთობლივი რეკომენდაციები საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. მისამართი: სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტი“   თავისუფლების მოედანი  #4

11:30-ზე ორგანიზაციის – „ქართული ოცნება – ჯანმრთელი მომავლი“ ხელმძღვანელი ქეთევან ბარათელი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის საკრებულოს ინიციატივა ხმაურთან დაკავშირებით სანქციების შემოღებაზე; ორგანიზაციის სამედიცინო ხასიათის საქველმოქმედო აქცია თბილისის მასშტაბით. მისამართი: ნუცუბიძის ქუჩა #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2. საკონტაქტო პირი: ეკა გულუა 599726565.

12:00 საათზე,  ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს’’  გენერალური მდივანი კახა კალაძე და პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე საოლქო ორგანიზაციების კონფერენციას გურჯაანის მუნიციპალიტეტში (გურჯაანის მუსიკალური სკოლა)  გახსნიან. ხვალვე,  კონფერენციები გაიმართება სიღნაღის, დედოფლისყაროსა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტებში.

12:30 საათზე   ენმ- ს ცენტრალურ ოფისში ირმა ნადირაშვილის ბრიფინგი გაიმართება.

12:45 საათზე ენმ- ს ცენტრალურ ოფისში ლევან ბეჟაშვიის პრესკონფერენცია გაიმართება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
დათო ქოქოშვილი არის ნეტგაზეთის რედაქტორი 2018 წლის 1 თებერვლიდან. მანამდე ის იყო ნეტგაზეთის რეპორტიორი 2013 წლიდან. Email: davit.qoqoshvili@gmail.com